ვიდეოკონფერენციების ამერიკული სერვისი Zoom-ი „მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი გაურკვევლობის“ გამო 1300 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ერიკ იუანმა განაცხადა.
„Zoom-ი პერსონალის რაოდენობას 15%-ით შეამცირებს, რათა ახალ, პოსტპანდემიურ პირობებში მუშაობა შეძლოს“, - აცხადებს იუანი. მან ასევე განაცხადა, რომ კომპანიის ზოგიერთი განყოფილების სტრუქტურა შეიცვლება.
გარდა ამისა, კომპანიის ხელმძღვანელი საკუთარ ხელფასს 98%-ით შეამცირებს და უარს იტყვის კორპორატიულ ბონუსზე. რაც შეეხება ტოპმენეჯერებს, მათი ხელფასები 20%-ით შემცირდება.
imedinews.ge