ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს

access_time2021-12-17 15:30:00

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერადაც აირჩიეს. კვორუმის არსებობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ არც კანდიდატი დაასახელა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.


მანამდე, სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს. დარბაზში მყოფი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა კი საკრებულოს თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელეს და ნაციონალურ მოძრაობას დარბაზში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.


„გუშინ ჩხოროწყუში და დღეს ზუგდიდის მაგალითზე ყველამ ვნახეთ, რომ ორივე პარტია ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ერევა თავიანთ პოლიტიკურ ეგოს. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა ორივე პარტიისგან, ისინი არც ცდილობენ ნაბიჯი გადადგან კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის. ჩვენ გუშინ ჩხოროწყუშიც წარვადგინეთ კანდიდატურა, დღეს კვორუმიც იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ აბსურდული მიზეზით ტოვებს მორიგ ჯერზე სხდომას. შესაბამისად ამ კრიზისზე, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა.


არავითარ პოლიტიკურ გარიგებაზე არ შეიძლება საუბარი. საზოგადოებამაც ნახა ჩვენი თითოეული ნაბიჯი არჩევნების დასრულების დღიდან. გამომდინარე იქედან, რომ ორივე პარტია წარმოადგენს უმრავლესობას, მათ შეუძლიათ მორიგდნენ, შეთანხმდნენ და შეთანხმებულად მოხდეს საკრებულოს დაკომპლექტება. რადგან ვერ თანხმდებიან, ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს, არ ვითხოვთ თანამდებობებს, ჩვენ არ ვვაჭრობთ თანამდებობებით, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კანდიდატურას და მუნიციპალიტეტის დაბალანსებულ მმართველობას“,- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა გიგა ფარულავამ.



რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებმაც არც კანდიდატი დაასახელეს და არც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, ამბობენ, რომ მათ ახალი კოალიციის ჩამოყალიბების იმედი აქვთ.


„გადაიდო კიდევ ერთხელ. ვფიქრობ მომდევნო კვირასაც ვერ ავირჩევთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩამოყალიბდება ახალი კოალიცია. ან „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია გაერთიანდება და კრიზისს დაძლევს. კონსულტაციები გაგრძელდება და იმედია, რაღაცაზე შევთანხმდებით. აუცილებლად წარვადგენთ კანდიდატურას ჩვენც. „ქართული ოცნება“ ერთსულოვანი იყო, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად, რომ დაგვეყენებინა 20 ჩვენ ვიყავით, სამი ისინი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი გოგოხიამ.


ipn.ge



თეგები:
საკრებულო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up