ზუგდიდში „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ზუგდიდში „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

access_time2021-05-28 14:20:09

თუ სარემონტო ან საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა გსურთ, თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს - 26 მაისს, 15:00 საათზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, ჯანაშიას #1- ში „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა. აღნიშნული ფილიალი პირველი მოლის ტიპის სავაჭრო ცენტრია, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰიპერმარკეტი მომხმარებელს „გორგიას“ სრული პროდუქციით, მუდმივი საჩუქრებითა და აქციებით უმასპინძლებს.


„მიხარია, რომ დღეს 26 მაისს ჩვენ ზუგდიდში ვხსნით ობიექტს, სადაც 100 ადგილობრივი საქმდება და ჩადებული ინვესტიცია ხუთ მილიონ ლარზე მეტია. მე მინდა მადლობა ვუთხრა გორგიას მენეჯმენტს განხორციელებული სამუშაოებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა ზემო სვანეთის რწმუნებულმა მალხაზ თორიამ.


გახსნის ცერემონიალს დაესწრო ზუგდიდს მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული მალხაზ თორია, ასევე ქართველი ბიზნესმენები და მეწარმეები.


„ჩვენი ქვეყანა უკვე გადავიდა კოვიდ პანდემიის მართვის ეტაპზე, ხდება ეკონომიკის მაქსიმალურად გახსნა და ამ პირობებში ერთი-ორად იზრდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მნიშვნელობა. ეს კონკრეტული ინვესტიცია ხელს უწყობს საბითუმო და საცალო ვაჭრობის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სერვისების დივერსიფიცირებასა და ხარისხის ზრდას. მინდა „გორგიას“ დამფუძნებლებს და მის მენეჯმენტს მადლობა გადავუხადო ჩვენი მუნიციპალიტეტის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის“,- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერიამ.


სარემონტო-სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე „გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 6 ქალაქში, 8 ფილიალით არის წარმოდგენილი.



„გორგიასთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ახალი ფილიალი სწორედ 26 მაისს გაეხსნა, თანაც სამეგრელოს რეგიონში. კომპანიას სურს, ახლო მომავალში ეს სივრცე რეგიონის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრად აქციოს, სადაც 100 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის საინტერესო ყველა პროფილის სავაჭრო ზონა განთავსდება.









(R)


თეგები:
„გორგია“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up