ზურა ბატიაშვილი: ოდესის ოკუპაციის გარეშე, რუსეთი დნესტრისპირეთის მიმართულებით 10-დან 9 თვითმფრინავს დაკარგავს

ზურა ბატიაშვილი: ოდესის ოკუპაციის გარეშე, რუსეთი დნესტრისპირეთის მიმართულებით 10-დან 9 თვითმფრინავს დაკარგავს

access_time2022-05-04 14:30:59

რუსეთ-უკრაინის ომი უკვე მეათე კვირაა გრძელდება. მოსკოვის წარუმატებლობის ფონზე პერიოდულად სიტუაცია ოკუპირებულ დნესტრისპირეთშიც იძაბება. თუ პუტინმა შეძლო და ოდესა დაიკავა, რისი ალბათობაც ნაკლებია, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ უკვე მთელი მოლდოვის დამოუკიდებლობა დგება. მოლდოვა ისტორიულად რუმინეთის ნაწილი იყო, გაერთიანების სურვილი ორივე სახელმწიფოში არსებობს, თუმცა სეპარატისტული ტირასპოლი და მოლდოვის პრორუსული მოსახლეობა მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორებად სახელდება. რეგიონში კონფლიქტის შესაძლო განვითარებაზე სასაუბროდ კომერსანტი რონდელის ფონდის მკვლევარ ზურა ბატიაშვილს დაუკავშირდა.

 

ზურა ბატიაშვილის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მოლდოვამ რუსეთის მოთხოვნით ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, კიშინიოვმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მაინც ვერ შეძლო, ისევე როგორც უსარგებლო აღმოჩნდა უკრაინის ნეიტრალიტეტი, რომელიც კიევს 2014 წლამდე ჰქონდა გამოცხადებული. მისივე თქმით ნეიტრალიტეტი კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა და მოლდოვის არმია ბრძოლისუუნარო გახდა.

 

კომერსანტის კითხვაზე რა შანსები აქვს რუსეთს დნესტრისპირეთში, თუ ოდესის დაკავება ვერ მოახერხა, ბატიაშვილი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში შანსები მინიმალურია, რადგან უკრაინაზე გადაფრენისას რუსეთი 10-დან 9 თვითმფრინავს დაკარგავს, თუმცა მოსკოვის ბოლოდროინდელი ალოგიკური ქმედებებიდან გამომდინარე გამორიცხული არაფერია და რუსეთმა შესაძლოა საჰაერო ან საზღვაო დესანტის გადასხმა მაინც სცადოს.

 

ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრება, რომ უკრაინა  მოლდოვის თანხმობის შემთხვევაში სამხედრო გზით თავად მოაგვარებს დნესტრისპირეთის პრობლემას. რონდელის ფონდის მკვლევარის შეფასებით ასეთი სცენარი შეიძლება მაშინ განვითარდეს, თუ თავად უკრაინას დაესხმებიან თავს დნესტრისპირეთიდან.

 

გაერთიანდება თუ არა მოლდოვა და რუმინეთი? საკითხი ასე მარტივად სურვილებზე არ დგას. ბატიაშვილის განმარტებით NATO-სა და ევროკავშირის თანხმობაც დასჭირდება, მოლდოვაში მართალია ბევრს აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, მაგრამ ბევრი პრორუსულადაცაა განწყობილი, გარდა ამისა თუ მოლდოვა რუმინეთის ნაწილი გახდა, მაშინ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა უკვე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს გაუჩნდება.

 


თუ მოლდოვა ტერიტორიულად ცენტრალურ და დასავლეთ ევროპასთან უფრო ახლოა, საქართველოს რუსეთთან პირდაპირი საზღვარი გააჩნია. კიევზე მარშისა და შემდეგ თბილისზე ტრიუმფით გამოლაშქრების თეორიული გეგმა დიდი ხნის წინ ჩაიშალა, რაც შეეხება შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ ე.წ. მცირე გამარჯვებას მასთან დაკავშირებით ზურა ბატიაშვილი ფიქრობს, რომ შანსი ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიულია და საშიშროება მაშინ იქნებოდა მაღალი საქართველო გეოგრაფიულად  უკრაინის სიახლოვეს რომ ყოფილიყო, თუმცა არის სხვა შანსი, შანსი იმის, რომ საქართველომ თავდაცვისუნარიანობა გაიძლიეროს.

 

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის აგვისტოს ომამდეც და განსაკუთრებით მის შემდეგ იარაღის შესყიდვაზე არაოფიციალური ემბარგო იყო გამოცხადებული. დიდი ოდენობით დასავლურ შეიარაღებას არც უკრაინას აწვდიდნენ. 24 თებერვლის შემდეგ ვითარება ამ კუთხითაც შეიცვალა. საქართველო დღეს ომში არაა, თუმცა გარკვეული კატეგორიის იარაღის შესყიდვის შესაძლებლობა მისთვისაც გამარტივდა.

 

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკას სხვა სეპარატისტულ რეგიონებთან რამდენიმე მსგავსება და განსხვავება გააჩნია. მსგავსება სცენარშია კრემლის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით რესპუბლიკიდან გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება შემდეგ რეგიონში გამაგრება ეთნიკური უმცირესობის ან რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება აფხაზეთს, სამაჩაბლოს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს რუსეთი ესაზღვრება დნესტრისპირეთს კი არა. თითოეულ ცალკე აღებულ სეპარატისტულ რეგიონში რუსეთი ცოცხალი ძალითა თუ სამხედრო შეიარაღებით ბევრად უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი ვიდრე დნესტრისპირეთში. ომის დროს 1991-1992 წლებში შედარებით დაბალი იყო მსხვერპლიც. კონფლიქტს 30 წლის წინ ჯამურად სხვადასხვა მონაცემებით 700-დან 1300-მდე ადამიანი შეეწირა.

 

სეპარატისტული ანკლავის ფართობის 4160 კვადრატული კილომეტრია, რაც ცხინვალის რეგიონის ფართობს მცირედით აღემატება, თუმცა აფხაზეთის ნახევარზე ნაკლებია, 0.5 მლნ-იანი მოსახლეობით კი ორივეს ერთად აღებულს აჭარბებს. მოსახლეობის 29% პროცენტი ეთნიკურად რუსია, 28% მოლდოველი, 23% უკრაინელი.

 

1940 წელს რუმინეთი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესაბამისად იძულებული გახდა მოსკოვისთვის ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა დაეთმო. ასე შეიქმნა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

 

დღეს მოლდოვა ევროპის უღარიბესი სახელმწიფოა. 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მხოლოდ ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და ყირგიზეთს უსწრებს.


გიორგი ელიზბარაშვილი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up