რა სიახლეს სთავაზობს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი ბიზნესს და მომხმარებლებს?

რა სიახლეს სთავაზობს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი ბიზნესს და მომხმარებლებს?

access_time2022-12-12 15:50:35

მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახალი კანონი 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდა. რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსმა იურისტმა ზურაბ ახალაძემ დეტალურად განმარტა ის პროცედურები, რისი გავლაც მომხმარებელს ნივთის დაბრუნებისას უწევს.



რა სიახლეს სთავაზობს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი ბიზნესს და მომხმარებლებს?


ზურაბ ახალაძე - გრანთ თორნთონ საქართველოს უფროსი იურისტი: ახალი კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა სარეწს გარეთ დადებული და დისტანციური ხელშეკრულებები. რომლის მიხედვითაც მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს ყველანაირი მიზეზის, (წუნის, ხარვეზის გარეშე) გარეშე ნივთი 14 კალენდარული დღის ვადაში. სარეწი, ამ კანონის თანახმად წარმოადგენს მოვაჭრის ჩვეულებრივ საქმიანობის, სავაჭრო ადგილს. აქედან გამომდინარე სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულება ჩვეულებრივი სავაჭრო ობიექტის გარეთ დადებული ხელშეკრულებაა. ასეთი ტიპის ხელშეკრულებები ძირითადად წარმოადგენს online პლატფორმების, მათ შორის სოციალური ქსელების  მეშვეობით ნივთის ყიდვის ხელშეკრულებებს.

თუმცა, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისეთ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმებზე, რომელიც დაფუძნებულნია და ოპერირებენ საქართველოში. აქედან გამომდინარე ეს კანონი არ მოქმედებს ისეთი საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა ebay, amazon-ი ან სხვა. ანუ ჩვენ ვერ მოვითხოვთ ebay-დან ან amazon-დან გამოწერილი ნივთების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უკან დაბრუნებას ამ კანონის შესაბამისად.

დისტანციური ხელშეკრულება ეს არის ისეთი ტიპის ხელშეკრულება, როგორიცაა მაგალითად - სატელეფონო შეკვეთის მეშვეობით.

რაც შეეხება უშუალოდ სარეწში დადებულ ხელშეკრულებებს, აქ ბიზნესს აქვს ვალდებულება, რომ ინფორმაცია უტყუარად და სრულად, სახელმწიფო ენაზე მიაწოდოს მომხმარებელს. ეს ინფორმაცია მოიცავს: საქონლის ან მომსახურების არსებითი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას, მაგალითად: ზომა, ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, აქვს თუ არა ნივთს გარანტია, მითითებული ფასი მხოლოდ პროდუქტისაა თუ მასში მოიაზრება მონტაჟი ან გადაზიდვა, გარანტიის შესახებ, როგორ უნდა დაბრუნდეს ნივთი წუნის შემთხვევაში და ა.შ. 

 

 

ვისზე არ ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება?


მომხმარებელი ძალიან ზოგად სიტყვაა და მრავალ სოციალურ ურთიერთობას გულისხმობს. შესაბამისად, ეს კანონი ეხება ყველა ტიპის სავაჭრო ურთიერთობას გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტულად სხვა ცალკე კანონი არეგულირებს იმ სფეროს. მაგალითად: ეს კანონი არ არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და სადაზღვევო სფეროს რეგულირებულ სფეროს.

  


რა შემთხვევაში არ შეიძლება პროდუქტის დაბრუნება და რისი დაბრუნება არ შეიძლება?



ნივთის უკან ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაბრუნების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ანუ არის გარკვეული საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს არ აქვს უფლება დააბრუნოს ნივთი, მაგალითად:

  • თუ ნივთი ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული და კონკრეტული პიროვნების საჭიროებებზეა მორგებული.
  • თუ პროდუქტი  მალფუჭებადია
  • თუ სპეციალური შენახვის წესი სჭირდება
  • თუ პროდუქტს მოკლე შენახვის ვადა აქვს
  • თუ პროდუქტი ჰერმეტულ მდგომარეობაში იქნება მიწოდებული და დარღვეულია მისი ჰერმეტულობა.

 

კანონში არ წერია, მაგრამ იგულისხმება, რომ თუ ნივთი დაზიანებულია და ეტყობა მოხმარების კვალი ის არ დაბრუნდება. მაგალითად, თუ ონლაინ ვიყიდით ტანსაცმელს, მას თუნდაც ერთხელ გამოვიყენებთ და ეტყობა ხმარების კვალი ან დაზიანებულია, ცხადია, ვერ დავაბრუნებთ.

 

 

რა უფლებები აქვს მომხმარებელს იმ შემთვევაში თუ მიწოდებელი საქონელი არის ნაკლის, ხარვეზის მქონე?


თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, პირველ რიგში მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე. საქონლის შეკეთების ან შეცვლის ხარჯს გასწევს მოვაჭრე. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნაკლის გამოსწორება, ან თუ მოვაჭრემ გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან შეცვალა პროდუქტი და მომხმარებელს დაეკარგა ინტერესი პროდუქტისადმი - მომხმარებელს უფლება აქვს ხელშეკრულებაზე თქვას უარი და დაიბრუნოს ის თანხა, რაც გადახდილი აქვს კონკრეტულ პროდუქტში.

საინტერესოა, რომ კანონით მომხმარებელს უფლება არ აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ ნაკლი უმნიშვნელოა. თუმცა, დაკონკრეტებული არ არის, რა არის უმნიშვნელო ნაკლი და უნდა დადგინდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

რაც შეეხება ვადებს: თუ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო 6 თვის შემდეგ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში - მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.

 ნაკლიანი პროდუქტის შეცვლის, შეკეთების ან უკან დაბრუნების უფლება არ ვრცელდება მეორად ნივთებზე თუ ამის შესახებ უშუალოდ ხელშეკრულების დადებისას არ შეთანხმდნენ მხარეები. თუმცა, ონლაინ ან დისტანციურად ნაყიდ მეორად ნივთებზე ვრცელდება ყოველგვარი მიზეზის გარეშე უკან დაბრუნების ვალდებულება 14 დღეში.

 

 

ვის უნდა მიმართოს და რა პროცედურებია საჭირო იმისათვის რომ მომხმარბელმა დაიცვას თავი?


აღნიშნული კანონის ზედამხედველობას ახორციელებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომლის შემადგენლობაში შექმნილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი. მომხმარებელს, რომელიც ჩათვლის, რომ მისი უფლება იქნა დარღვეული, შეუძლია სპეციალური განაცხადის ფორმით, რომელიც ატვირთულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მიმართოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფორმის ხელმოწერილი და დასკანერებული ფორმით გაგზავნა შესაძლებელია სპეციალურ მეილზე, რომელიც მითითებულია სააგენტოს საიტზე. აღნიშნული ფორმა არის საკმაოდ გამართული და მარტივი, სადაც მიეთითება მოვაჭრის და პროდუქტის შესახებ, დარღვეული უფლების შესახებ ინფორმაცია და ყველა ის შესაძლო მტკიცებულება, რითაც შეიძლება დაამტკიცდეს უფლების დარღვევის შესახებ.

სააგენტო მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების თაობაზე. სააგენტო მოვაჭრეს აძლევს უფლებას, რომ  არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია. 

საერთო ჯამში სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა, თუ საქმის შესწავლას სირთულიდან გამომდინარე სჭირდება დამატებითი დრო.



რა ტიპის სანქციას ითვალისწინებს კანონი ბიზნესისთვის?


თუ მოვაჭრის მხრიდან გამოვლინდება მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი, კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველ რიგში მიმართავს გაფრთხილებას, რომ გამოასწოროს ნაკლი მოვაჭრემ, უხსნის ნაკლის არსს იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს შესაბამისი პროდუქტი ან მომსახურება. განმეორების შემთხვევაში ის დაჯარიმდება გასული ფინანსური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ისა. რაც თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა შემთხვევაში სააგენტო გამოიყენებს 2%-იან ჯარიმას. აღნიშნული სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა და ჯარიმა შეიძლება იყოს პირობითად წინა წლის ბრუნვის 0.1, 0.8 %.

 


როგორ მოქმედება კანონი პრაქტიკაში? 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რამდენმა მომხმარებლმა მიმართა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს?

 

კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1 ივნისს, თუმცა აღსრულების მექანიზმი რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალაში შევიდა 2022 წლის 1 ნოემბრიდან. დღემდე დარეგისტრირებულია 42 განცხადება, რაც ვფიქრობ, ახალი კანონისთვის არის ძალიან კარგი შედეგი და ადასტურებს რომ ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ მოქმედებს ქართულ რეალობაში.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up