ზურაბ აზარაშვილი: „ჩვენ პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა“

ზურაბ აზარაშვილი: „ჩვენ პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა“

access_time2022-05-11 17:20:00

საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე ფარმაცევტულ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.



„ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, ჩვენ პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის პროცესში ჩვენ ვხედავთ სამწუხარო ფაქტებს, როდესაც აფთიაქში მისულ ადამიანს სთავაზობენ მედიკამენტს ექიმის დანიშნულების გარეშე. ასევე ხდება ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის შეცვლა მარკეტინგული ბენეფიტებისა და სხვა მიზნებისთვის და არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ეს გახლავთ მრავალი წლის მანძილზე დაგროვებული ნეგატიური გამოცდილება, რომელიც საჭიროებდა სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.



მინისტრის თქმით, აღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მიმდინარე წლის აპრილიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი დაექვემდებარა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერისა და აფთიაქიდან ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე გაცემის ვალდებულებას. ასევე, შეიცვალა, დანიშნულების გაცემის მექანიზმიც.



„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავედით მექანიზმზე, რომელიც ითვალისწინებს რეცეპტში მედიკამენტის არა ბრენდული, არამედ გენერიკული დასახელებით გამოწერას. ხოლო ფარმაცევტებისთვის გაჩნდა ვალდებულება, პაციენტს შესთავაზონ გამოწერილი გენერიკული მედიკამენტის შესაბამისი 3 ყველაზე იაფი სავაჭრო დასახელების პროდუქტი ე.წ „პოზიტიური სიიდან“. ამ სიაში მედიკამენტები შესულია სხვადასხვა კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც მედიკამენტების ხარისხის სტანდარტებს და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას ადასტურებს“, - განაცხადა მინისტრმა.




ზურაბ აზარაშვილის თქმით, ცვლილება ერთდროულად რამდენიმე მიმართულების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორისაა: უსაფრთხო მკურნალობის, ასევე პოლიპრაგმაზიის პრევენციის ხელშეწყობა; მცირდება არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის რისკები; პაციენტისთვის იზრდება შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი მედიკამენტი შეღავათიან ფასად; სახელმწიფოსთვის შეიქმნა დამატებითი ინსტრუმენტი, ელექტრონული მოდულის გამოყენებით მოახდინოს უწყვეტი, ეფექტიანი მონიტორინგი მედიკამენტების მოხმარებასა და არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე.
„ბოლო კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგისთვის, რამდენადაც მათი კანონდარღვევით რეალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. შესაბამისად, მიმდინარე წლის აპრილიდან განისაზღვრა ელექტრონული რეცეპტის გამოწერის ვალდებულება ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნის შემთხვევაში. ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია, მედიკამენტების ბრუნვის მონაცემების ინტეგრირება ჩვენი სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში, რაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის მეტ შესაძლებლობას მოგვცემს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აქტიურ რეჟიმში ახორციელებს ელექტრონული რეცეპტების გამოწერისა და აფთიაქებიდან მედიკამენტების რეცეპტის საფუძველზე რეალიზაციის კონტროლს. გამოვლინდა დარღვევები და გაიწერა შესაბამისი სანქციებიც. აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება რეგულირების სააგენტოში წამლის დეპარტამენტის ფორმირების პროცესი, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობას შექმნის ქვეყანაში წამლის რეგულირების ჩარჩოს გაძლიერებისთვის.



ვიმედოვნებთ, რომ როგორც სამედიცინო, ისე, ფარმაცევტული სექტორი სრული პასუხისმგებლობით შეასრულებს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.



ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up