ზურაბ აზარაშვილი - ჩვენი მიზანია, რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო, მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა

ზურაბ აზარაშვილი - ჩვენი მიზანია, რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო, მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა

access_time2023-04-11 21:39:29

ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო, მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.


ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს.


უწყების ხელმძღვანელი, დახურულ შეხვედრაზე მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც თანამშრომლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მისი აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ მედია საშუალებას გადასცეს.


„პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია. გუშინდელი შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან იყო ძალიან კონსტრუქციული. გავიარეთ ყველა დეტალი. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, რომ მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის დახურულ შეხვედრაზეც გვეპასუხა, თუმცა სამწუხაროდ იყო მცირე ინციდენტიც.


მაშინ როცა, კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხვა-პასუხი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას ჩემი აუდიოჩანაწერი გადასცეს და ამაზე აბსურდული სიუჟეტი მოამზადეს, თუმცა აქაც, კარგად ჩანდა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.



ჯანდაცვის მინისტრი მიმდინარე აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების ამ დროისთვის არ არსებობს.


„ვფიქრობ, რომ პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზეც. ჩვენ მათ ეტაპობრივად გარკვეული ინფორმაციის მოძიების შემდგომ დეტალებს გავაცნობთ. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს კიდევ პროტესტი გაუჩნდება, ეს უკვე დესტრუქციულ ქმედებებზე მიუთითებს და იმაზე, რომ მათ არ სურთ პრობლემების მოგვარება. რასაკვირველია, ეს ძალიან არასასიამოვნოა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ თანამშრომლების მოთხოვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაითვალისწინა და ამ დროისთვის აღნიშნულ თანამდებობას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი იკავებს.


„ძირითადი მოთხოვნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან იყო დაკავშირებული და ეს პრობლემაც გადაჭრილია. შეიცვალა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მის ადგილს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი იკავებს, რომელიც წლებია, მანდ მუშაობს და დამსახურებული ავტორიტეტითაც სარგებლობს. მას ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფიც, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული. ეს ჯგუფი ახალ დირექტორთან ერთად მოაგვარებს პრობლემებს“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


ზურაბ აზარაშვილმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე განცხადებით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები გახდება ცნობილი.


„რაც შეეხება დასკვნებს, ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა. ამ მიზნის მისაღწევად კი, გვეხმარება სხვადასხვა დასკვნა და ექსპერტული შეფასებები, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მძლავრი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კლინიკა, რომელიც ყველა სტანდარტს და გამოწვევას უპასუხებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up