ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს და მკურნალობის პროტოკოლზე იმსჯელეს. ძირითადი აქცენტი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვაზე გაკეთდა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულ რეჟიმში გაგრძელდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.