ზურაბ აზარაშვილი: „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, უკვე 7195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია ჩართული“

ზურაბ აზარაშვილი: „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში, უკვე 7195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია ჩართული“

access_time2022-05-11 22:20:08

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, პრემიერის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, საზოგადოებრივ სამუშაოებს, ან შრომის ბაზარზე არსებულ შესაბამის ვაკანსიებს სთავაზობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა. აღნიშნულ შეთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, ოჯახს, 4 წლის განმავლობაში, უწყვეტად უნარჩუნდება საარსებო შემწეობა.
„პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დაიწყო და მაისის დასაწყისის მდგომარეობით, უკვე 7 195 სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირია დასაქმებული“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.


ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დასაქმების ხელშეწყობაზე საუბრის დროს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება და მათი გააქტიურება შრომის ბაზარზე, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით“, - აღნიშნა მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


ზურაბ აზარაშვილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დასაქმების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, ფუნქციონირებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს და სამუშაოს მაძიებლებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ისეთ პროგრამებში, როგორებიცაა: პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსები, სტაჟირება.


მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას. ეტაპობრივად, იზრდებოდა სააგენტოს წარმომადგენლობა, რომელიც საწყის ეტაპზე, მხოლოდ თბილისსა და 7 რეგიონში ფუნქციონირებდა. დღეისათვის კი, სააგენტო უკვე წარმოდგენილია თბილისსა და ყველა რეგიონში, მუნიციპალურ დონეზე.
„ვაგრძელებთ მუშაობას შრომის ბაზრის გაძლიერებისა და ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, ინსტიტუციურად გაძლიერდება დასაქმების სააგენტო და დასაქმების ყველა სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, სრულად, ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.



ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up