ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული

ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული

access_time2022-01-26 15:00:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული.


ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დღეისთვის მობილიზებულია რვა ათასზე მეტი საწოლი.


„დადებით ფაქტორად შეიძლება, აღინიშნოს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აქედან საშუალოდ 4 300-დან 4 500 საწოლამდეა დაკავებული. „ომიკრონის“ შემთხვევაში, არ ხდება ჰოსპიტალიზაცია და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა 4,5%-მდე. საწოლები გადანაწილებულია, როგორც პედიატრიულ კლინიკებზე, ასევე მოზრდილებისთვის. პედიატრიულებზე გაზრდილი მოთხოვნა, ვფიქრობთ, უფრო ნერვიულობის ფაქტორით იყო გამოწვეული და აქედან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ და დღეისთვის აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია“, – განაცხადა აზარაშვილმა.


ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავარი დატვირთვა არის ონლაინ კლინიკებზე.


„ჩვენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობა გვაქვს ამ საკითხში და უნივერსიტეტის ბაზაზე არიან დასაქმებული, უწევენ ონლაინ კონსულტაციებს კოვიდინფიცირებულებს. ასევე, ვაპირებთ, რომ საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ, რომელიც გულისხმობს ვიდეორგოლების დამზადებას, თუ როგორ უნდა ვიმკურნალოთ სახლის პირობებში, რადგან, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ გადაიქცევა, როგორც ჩვეულებრივი მიმდინარე სეზონური გრიპი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები თუ სახლის პირობებში, როგორ უნდა იმკურნალონ, ხოლო ქრონიკული ან მაღალი რისკჯგუფის პაციენტებს ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი, რომ ბინაზე იმკურნალონ, მაშინ მაქსიმალურ კონსულტაციებს ვუწევთ. ბოლო ერთ კვირაში დავამატეთ კვალიფიციური ოჯახის ექიმების დიდი რაოდენობა და ასევე ქოლცენტრის ოპერატორები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.



რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრმა აღნიშნა, რომ „ფაიზერის“ 500 ათასზე მეტი დოზა არის ქვეყანაში, ასევე სხვა ვაქცინების კიდევ მილიონ-ნახევარი დოზა.


„აქედან გამომდინარე, მუშაობა არის კიდევ უფრო გასააქტიურებელი. უკვე დავგეგმეთ, იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, 30-დან 40-მდე მობილური ჯგუფი ერთდროულად გავა და ადგილზე შესთავაზებს ვაქცინაციას. ასევე, ვიწყებთ საკომუნიკაციო კამპანიას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და კარგად მოხდება ახსნა, თუ რა სარგებელი აქვს იმუნიზაციას. ამასთან ერთად, დავიწყეთ წამახალისებელი ღონისძიებები. ამ ყველაფრის ერთობლიობით, ვფიქრობთ, რომ არსებული 500 ათასი დოზა„ფაიზერის“ გახარჯვას შევძლებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


ამასთან, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ახალი დოზების მიღებაზე „ფაიზერთან“ მოლაპარაკებები დაწყებულია და მიმდინარე კვირის ბოლომდე შეთანხმება მიღწეული იქნება.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up