ზურაბ ბატიაშვილი - პელოსის ვიზიტი სომხეთში მიგვანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ არ განელებულა

ზურაბ ბატიაშვილი - პელოსის ვიზიტი სომხეთში მიგვანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ არ განელებულა

access_time2022-09-19 17:00:00

პელოსის ვიზიტი სომხეთში მიგვანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ არ განელებულა და რუსეთისგან განსხვავებით, აშშ აქცენტს აკეთებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურა ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც სომხეთის დედაქალაქ ერევანში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს გამოეხმაურა.



ბატიაშვილის შეფასებით, ერევანში პელოსის ვიზიტი ცხადყოფს იმას, რომ კავკასია აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შედის. ბატიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პელოსი არ ჩამოდის საქართველოში, სომხეთში მისი სტუმრობა ასევე არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო აშშ-ის ბუნებრივი მოკავშირეა.



„აშშ მომავალში ამ რეგიონის მიმართ იქნება განსაკუთრებით ყურადღებით და მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შედის. სწორედ ამის ხაზგასმა იყო ნენსი პელოსის ვიზიტი ერევანში.




მართალია, ახლა საქართველოში ვიზიტი არ ყოფილა, მაგრამ საქართველოც მოიაზრება, როგორც კავკასიის მთავარი ქვეყანა და დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის ბუნებრივი მოკავშირეა საქართველო და ეს მიუხედავად იმისა, თუ ხელისუფლების ან ხელისუფლებიდან ოპოზიციაში ვითომ წასული ოთხეული რა განცხადებებს გააკეთებს - ამ ოთხეულის განცხადებების და ქმედებების უკან ვინც დგას, ესეც გასაგებია.



გუშინ სომხეთში გაიმართა სერიოზული სახალხო გამოსვლები, სადაც ითხოვდნენ კუხო-დან, ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გამოსვლას, რადგან რუსეთმა კიდევ ერთხელ არ შეასრულა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულება. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არის ფარატინა ქაღალდი და მეტი არაფერი. რუსეთმა ეს ორგანიზაცია შექმნა, როგორც ნატო-ს ერთგვარი ალტერნატივა და მოწინააღმდეგე აღმოსავლეთში, მაგრამ კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ მას არაფრის თავი და საშუალება არ აქვს. სომხეთისთვის დახმარება კი არა, როდესაც კონტრშეტევაზე იყო გადასული უკრაინული არმია, რუსეთმა საკუთარ ჯარს ხარკოვის ოლქში ვერ მიახმარა ძალები. ამავე დროს, კუხო-ს ორი წევრი ქვეყანა, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ერთმანეთში საომარ მოქმედებებს აწარმოებს, 2023 წელს კი ყაზახეთი აპირებს ამ ორგანიზაციიდან გასვლას. რეალურად, ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი კიდევ ერთი მითის დასამარება. ეს კარგია ჩვენთვის, რადგან რაც უფრო დასუსტდება რუსეთი, ოკუპანტი ქვეყანა, უფრო გამოჩნდება იმის პერსპექტივა, რომ საქართველო გაერთიანდეს და გახდეს დასავლეთის სრულყოფილი წევრი - იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.



ცნობისთვის, 17 სექტემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოს ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ეს პელოსის პირველი ვიზიტია სომხეთში. მას ზვარტნოცის აეროპორტში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი დახვდნენ.



ინტერპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up