სერბეთში მოასპარეზე ქართველი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. დათუნაშვილმა სერბეთში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა, რომელიც ნომინანტთა შორის გახლდათ.
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2019 წლიდან ასპარეზობს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ (2021 და 2022 წლებში) მოიპოვა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი აიღო..