ზურაბ გურული: არ შეიძლება ქვეყნის ბედი არაკომპეტენტურ ეგოისტებს ჩააბარო. გისამძიმრებ ჩემო ამერიკა, გისამძიმრებ ჩემო საქართველო !

ზურაბ გურული: არ შეიძლება ქვეყნის ბედი არაკომპეტენტურ ეგოისტებს ჩააბარო. გისამძიმრებ ჩემო ამერიკა, გისამძიმრებ ჩემო საქართველო !

access_time2021-08-27 18:15:32

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ მასშტაბის ტრაგედია, რომელიც ამერიკამ გუშინ ავღანეთში განიცადა, ამერიკელებს დიდი ხანია არ განუცდიათ. 


მისივე თქმით, საზარელი ტრაგედია ტრიალებს ავღანეთშიც და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელ ამომრჩეველთა საკონტროლო პაკეტმა საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების წინაშე ვერ გაითვალისწინა, როდესაც ფიზიკურად და გონებრივად დაუძლურებულ ადამიანს სახელმწიფოს მართვაზე სრული პასუხისმგებლობა ჩააბარა.


ჩააბარა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა და მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა და დგას და როდესაც ენერგიული, არაორდინალურად მოაზროვნე ლიდერი იყო საჭირო ქვეყნის და მსოფლიოს სამართავად.


საინტერესოა, რას იტყვიან ამ ფიასკოზე ამერიკული დაზვერვის თანამშრომლები, თორემ უბრალო ადამიანები რასაც ამბობენ, ვხედავთ და გვესმის უკვე. 


ულმობელია განგება. ულმობლად ლოგიკური. 


გისამძიმრებ ჩემო ამერიკა! 


გისამძიმრებ ჩემო საქართველო კიდევ ერთ შავ და ტრაგიკულ დღეს!


არც შენ დაგინდო განგების ლოგიკამ. არ შეიძლება ქვეყნის ბედი აბსოლუტურად არაკომპეტენტურ ეგოისტებს ჩააბარო და მერე იმედიანად აარიდო თვალი მათ სისულელეებს, იქნება და გადავრჩეო. ასეთ უპასუხისმგებლობას არ პატიობს განგება არავის. ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ყველაზე ძვირფასია, რაც ადამიანს გააჩნია. ეს ფასი სიცოცხლეა!!!


დარწმუნებული ვარ, სულ სხვანაირი პასუხისმგებლობით მივლენ საარჩევნო ყუთებთან ამერიკელები მომავალ არჩევნებზე. 


ქართველები?...


არჩევნებზე თუ არა, იქნებ ქუჩაში მაინც გავიაზროთ ელემენტარული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ; ნუ ვიქნებით ასეთი გამოციებული ეგოისტები, რა დროს პირადი სიამოვნებებით ტკბობაა, საზარელი ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში.


შეჩერდით ადამიანებო და დაფიქრდით!!! ან საკუთარ თავს რას ერჩით, ან სამშობლოს, ერთმანეთზე ხართ გადაბმული, ხომ იცით ... -  წერს ზურაბ გურული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up