ზურაბ კუკულაძე - აზარტული თამაშების შეზღუდვა და თუ შესაძლებელი იქნება გაუქმება, კარგის მეტს არაფერს მოიტანს - ეკონომიკისთვის დიდი ეფექტის მომტანი იქნება

ზურაბ კუკულაძე - აზარტული თამაშების შეზღუდვა და თუ შესაძლებელი იქნება გაუქმება, კარგის მეტს არაფერს მოიტანს - ეკონომიკისთვის დიდი ეფექტის მომტანი იქნება

access_time2021-11-22 19:00:00

ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძის განცხადებით, აზარტული თამაშების ბიზნესის შეზღუდვა საქართველოს ეკონომიკისთვის „ძალიან დიდი ეფექტის მომტანი იქნება“.

როგორც კუკულაძემ ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივის შეფასებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ქვეყნისთვის „კარგის მეტს არაფერს მოიტანს“ და თუ ეს სისტემა შეიზღუდება, ქვეყნის ბიუჯეტი შემოსავალს, პრაქტიკულად არ დაკარგავს.

მისივე თქმით, თანხები, რაც აზარტულ თამაშებში იხარჯება, სხვა სექტორებში გადაინაცვლებს და ქართული ეკონომიკისთვის ერთგვარი შიდა ინვესტიცია იქნება.

„მთელი ეს პერიოდი, ბოლო წლები ვამტკიცებ იმას, რომ აზარტული თამაშების შეზღუდვა და თუ შესაძლებელი იქნება, გაუქმება, კარგის მეტს არაფერს მოიტანს. შესაბამისად, თუ ეს ინიციატივა განხორციელდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან დიდი ეფექტის მომტანი იქნება.

რაც შეეხება არგუმენტებს იმის შესახებ, როგორ ჩანაცვლდება საბიუჯეტო შემოსავალი, რასაც აზარტული თამაშების ბიზნესი ახორციელებს, ამაზე მარტივი პასუხი არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ აზარტული თამაშები გართობის სფეროა, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მხოლოდ ხარჯია. ამ ხარჯს მაინც გასწევენ საქართველოს მოქალაქეები და თუ ეს არ იქნება აზარტული თამაშები, ანუ გართობის სფერო, ეს იქნება რეალური სექტორი. ნებისმიერ სხვა სექტორში აუცილებლად დაიხარჯება ეს ფული და გადასახადები იქიდან წავა ბიუჯეტში. ეს არანაირი პრობლემის მომტანი არ იქნება. თუ ეს სისტემა შეიზღუდება, ბიუჯეტი შემოსავალს, პრაქტიკულად არ დაკარგავს. უბრალოდ, შეიცვლება შემოსავლების სტრუქტურა ბიუჯეტში.

წარმოიდგინეთ, როდესაც ამხელა ფული იხარჯება გართობის სექტორში, ამით ხომ მომხმარებელი არაფერს იღებს, ეს ფული ჰაერში მიდის. პროდუქტი, თანხის ხარჯვის შედეგად არ იქმნება. თუ ეს ფული სხვა სექტორში გადაინაცვლებს, პირობითად კარტოფილის მოხმარებაზე, კარტოფილის მწარმოებლების ბიზნესი გაიზრდება.

ესაა მარტივი ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება იყოს ამ სისტემის შეზღუდა ეკონომიკისთვის მომგებიანი. ეს იქნება ძალიან დიდი ერთგვარი შიდა ინვესტიცია ქართული ეკონომიკისთვის. ვგულისხმობ იმ ფულს, რომელიც აზარტული თამაშების ბიზნესიდან გამოთავისუფლდება“,- განაცხადა ზურაბ კუკულაძემ.


რაც შეეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამას, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებენ, ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ „სოციალური დახმარების ის სისტემა, რაც დღეს მოქმედებს, ეფექტიანი არაა“.

„ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რაზეა საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ სოციალური დახმარების ის სისტემა, რაც დღეს მოქმედებს, ეფექტიანი არაა. ადამიანებს ურჩევნიათ ლეგალური შემოსავლის არმიღება, რათა სოციალური დახმარება არ დაკარგონ“,- განაცხადა ზურაბ კუკულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, ხოლო მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ასევე ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა კი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეხება.

„სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი“,- განაცხადა პრემიერმა.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up