„ზუსტად ამ ოლიგარქებთან უნდა ვეძიოთ ის კუდები, რომელსაც ტოვებს რუსეთის პრეზიდენტი და მისი ახლო გარემოცვის მრავალმილიარდიანი აქტივები“

„ზუსტად ამ ოლიგარქებთან უნდა ვეძიოთ ის კუდები, რომელსაც ტოვებს რუსეთის პრეზიდენტი და მისი ახლო გარემოცვის მრავალმილიარდიანი აქტივები“

access_time2022-04-14 18:00:00

„რუსეთის მიმართ სანქციურ ზემოქმედებას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია“, - ამის შესახებ ჯიპას პროფესორმა, რონდელის ფონდის წამყვანმა მკვლევარმა მერაბ კაკულიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესება იქნება, რაზეც ევროკავშირის წრეებში უკვე საკმაოდ აქტიურად საუბრობენ.


„რუსეთის მიმართ სანქციურ ზემოქმედებას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია. ყველაზე მნიშვნელოვანი და რუსეთის ეკონომიკისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომლისკენაც ლოგიკურად მიდის საერთაშორისო კონსოლიდაციის პროცესი, ის იქნება, როდესაც გამოცხადდება ემბარგო ნავთობპროდუქტებზე. ანუ, ამით რუსეთს შეეზღუდება საშუალება, რომ ყოველდღიურად დაახლოებით, 800 მლნ-დან 1 მლრდ დოლარამდე მიიღოს და ამით შეძლოს გარკვეული ნეიტრალიზაცია გააკეთოს იმ უარყოფითი შედეგების, რაც უკვე დაწესებულმა სანქციებმა ამ ქვეყანას მიაყენა. ანუ, მთავარი და ყველაზე უფრო მტკივნეული მაინც იქნება ემბარგოს გამოცხადება ნავთობპროდუქტების ექსპორტზე.


ეს ძალიან სენსიტიური თემაა და მოგეხსენებათ, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს დასავლეთის საზოგადოებაში. მაგალითად, იგივე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, მართალია იგი ვერბალურად ადასტურებს თავის ძალიან მკაცრ პოზიციას რუსეთის მიმართ და იმედს იძლევა, რომ სანქციებს სრულფასოვნად შეუერთდება, მან ამ მიმართულებით რამდენიმე ძალიან შთამბეჭდავი ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება, საბოლოოდ ალბათ, საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წრეებში უკვე ინტენსიურად მიდის ამაზე საუბარი და სანქციების მეშვიდე პაკეტში ამ მიმართულებით იქნება სერიოზული ნაბიჯები გადადგმული“,- განაცხადა მერაბ კაკულიამ.



რაც შეეხება რუს ოლიგარქებს და მათ მიმართ დაწესებულ სანქციებს, როგორც მერაბ კაკულიამ აღნიშნა, მათთვის სიმდიდრის წყაროდ რუსეთი რჩება. შესაბამისად, სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში, სერიოზულ შედეგებს გამოიღებს.


„რაც შეეხება ოლიგარქებს, მართალია, მათ სხვა ქვეყნების ეკონომიკებში საკმაოდ სერიოზული ინტერესები გააჩნიათ, მაგრამ მათი სიმდიდრის წყარო იყო და რჩება რუსეთის ეკონომიკა, რომელიც არის რესურსებზე და ექსპორტზე ორიენტირებული. ამ ოლიგარქებს და მათ შორის, რომან აბრამოვიჩს, ძალიან სერიოზული კაპიტალი აქვს დაბანდებული ამ სექტორებში. ასე რომ, ოლიგარქები, რუსეთის ეკონომიკის გარეშე არ არსებობენ. მათი შევიწროვების სტრატეგია მართალია, გრძელვადიანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სერიოზულ შედეგებს გამოიღებს.


მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ამას არაერთი საერთაშორისო გამოცემა (ასევე, არაერთი ეკონომისტი, ვინც ჩახედულია რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში) აღნიშნავს, რომ ზუსტად ამ ოლიგარქებთან უნდა ვეძიოთ ის კუდები, რომელსაც ტოვებს რუსეთის პრეზიდენტი და მისი ახლო გარემოცვის მრავალმილიარდიანი აქტივები. იმიტომ, რომ ღია წყაროებით მათი პოვნა შეუძლებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პროფესიის არის რუსეთის პრეზიდენტი და რა გამოცდილების ადამიანები ახვევია გარს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი საგულდაგულოდ მალავენ იმას, რაც გააჩნიათ“,- განაცხადა მერაბ კაკულიამ.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up