ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე „ვენდის“ ახალი კონცეფციის კიდევ ერთი რესტორანი  გაიხსნა

ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე „ვენდის“ ახალი კონცეფციის კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა

access_time2022-12-30 15:55:33

დედაქალაქის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს #10-ში „ვენდის“ ახალი ფორმატის კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა. განახლებული კონცეფციის არქიტექტურით, 24/7-ზე Drive Thru მომსახურებით, მიმზიდველი ერგონომიკის მქონე დარბაზით, ულამაზესი ხედით, პიცერიასა და კაფეტერიით „ვენდის“ ახალი რესტორანი მომხმარებლებს დღეიდან მასპინძლობს და მალევე საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება.


2023 წელს „ვენდი“ 16 რესტორნით შეხვდება და მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 5 რესტორანს შემატებს „ვისოლ ჯგუფის“ მიერ მართულ რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს საქართველოში, რომელიც ჯამურად „ვენდისა“ და „დანკინის“ უკვე 90-მდე ობიექტს აერთიანებს.  2022 წელს „ვისოლ ჯგუფმა“ 21 „დანკინის“ და 4 „ვენდის“ რესტორანი გახსნა და 500-მდე ადამიანი დაასაქმა როგორც თბილისში, ისე რეგიონში. ახალციხე. ბორჯომი, ბაკურიანი და გუდაური ის ახალი ლოკაციებია, სადაც „დანკინი“ მიმდინარე წელს შევიდა.


 „ვენდის“ ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრო.



 „საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - "ხარისხი ჩვენი რეცეპტია". ქსელის განვითარებით კი გვსურს ყოველდღიურად ახალი, საქართველოში წარმოებული ინგრედიენტებით დამზადებული უგემრიელესი მენიუ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანებისთვის, ვისთვისაც „ვენდისში“ სტუმრობა საყვარელი ტრადიციაა ან ვინც დროშია შეზღუდული და Drive Thru მომსახურების მიღება სწარაფად და 24 საათის განმავლობაში სურს. მომხმარებლის ერთგულებას კი მუდმივი სიახლეებით ვპასუხობთ. სულ რამოდენიმე დღის წინაც გავახარეთ ისინი მენიუში უგემრიელესი „ქათმის ფრთების“ დამატებით. მომავალი წლიდან კი მნიშვნელოვნად გავამრავალფეროვნებთ ქათმის პროდუქტების არჩევანს და უკვე ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეეძლება საყვარელი პროდუქტის აღმოჩენა ახალ მენიუში. მოხარული ვართ, რომ თბილისის მერი ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ქართულ ბაზარზე და წინასაახალწლოდ შემოგვიერთდა ობიექტის გახსნაზე“, აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.


„ვენდის“ ახალი რესტორანი მომხმარებლებს Drive Thru 24/7-ზე მოემსახურება, ხოლო გამორჩეული ინტერიერისა და ერგონომიკის მქონე დარბაზი 08:00-00:00 საათამდე იმუშავებს. ახალი ფორმატის რესტორანში 50 ადამიანი დასაქმდა.


„ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო.  და უკვე 10 წელი ხდება, რაც მომხმარებელს ყოველდღიურად არწმუნებს, რომ „ხარისხი „ვენდის“ რეცეპტია“.   


(R)


თეგები:
ვენდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up