101 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

101 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

access_time2022-02-25 15:30:17

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიიდან 101 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისის თავზე საბჭოთა დროშა აღიმართა. დამოუკიდებლობასთან ერთად საქართველომ რამდენიმე თვეში ტერიტორიის 1/3-ზე მეტი დაკარგა და მისი ფართობი 107 ათასიდან 70 ათას კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ კრემლის პოლიტიკა დღემდე არ შეცვლილა, ახლა 1 საუკუნის შემდეგ დამოუკიდებლობისთვის, რუსული ტანკებისა და ავიაციის წინააღმდეგ მარტოდ დარჩენილი უკრაინა იბრძვის.

 

117 წლიანი ანექსიის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთმაც ცნო, თუმცა მისი დარევისთვის 1 წელიც არ მოუცდია. საბჭოთა რუსეთი საქართველოს თავს, ლარსიდან სოჭიდან ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან დაესხა. ორკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ, გენერალმა კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ალყაში მოქცევის საფრთხით ახსნა. ომის ბედი ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბრძოლები დასავლეთ საქართველოში მაინც მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა. 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული მთავრობა გემით ემიგრაციაში გაემგზავრა. გემს გიორგი მაზნიაშვილი არ გაჰყოლია, რომელმაც სახელდახელოდ შეკრებილი ჯარით აჭარა თურქებისგან გაწმინდა და სამუდამო დაკარგვას გადაარჩინა. 16 წლის შემდეგ 1937 წელს გიორგი მაზნიაშვილი ვაჟთან ერთად დახვრიტეს.

 


ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა 1 წლით ადრე დენიკინის მიერ წართმეული სოჭი ოფიციალურად გადაიფორმა, ასევე მიიერთა დვალეთიც. საინგილო და ყარაის ველი აზერბაიჯანს გადასცა, ლორე სომხეთს, ყარსის ხელშეკრულებით კი თურქეთს ისტორიული ტაო-კლარჯეთის ის ნაწილი გადასცა, რომელსაც 1918-1921 წლებში ჟორდანიას მთავრობა აკონტროლებდა.

 

პირველი ანექსიისგან განსხვავებით, როდესაც შეიარაღებული წინააღმდეგობა ათწლეულები გაგრძელდა, საბჭოთა საქართველოში 1924 წლის აჯანყების გაუგონარი სისასტიკით ჩახშობის შემდეგ, მასიურად იარაღი ხელში ქვეყანაში აღარ აუღიათ. სულ რაღაც 1 კვირაში დამსჯელმა რაზმებმა 12 000-ზე მეტი ადამიანი გაუსამართლებლად მოკლეს, ან უკვე დატყვევებული დახვრიტეს, მათგან ბევრს აჯანყებასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონია.


 

1937 წელი ერთნაირად სასტიკი აღმოჩნდა როგორც მეცნიერებისა და ხელოვანებისთვის ასევე, უბრალო მოქალაქეებისთვის და თავად პარტიული ბოსებისთვისაც. ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა ის რაც ცნობილია, როგორც მინიმუმ 15 000 ადამიანი დახვრიტეს, უფრო მეტი კი გადაასახლეს. გადასახლებულებიდან ბევრი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა.

 

ნაცისტური გერმანია შესაძლოა დამოუკიდებელ საქართველოსაც დასხმოდა, თავს მაგრამ შეეწირებოდა თუ არა იმ ომს მოსახლეობის 10% რთული სათქმელია. ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში ოკუპაციას მოსახლეობის 0.5-2 პროცენტი ემსხვერპლა.

 

1956 წლის მარტში თბილისი მიტინგების მომხრე გახდა, რაც საბჭოთა სინამდვილეში დაუჯერებელ მოვლენას წარმოადგენდა. სტალინის - როგორც ქართველის დაგმობით ათობით ათასი ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნობდა. მიტინგის დახვრეტას ასობით ადამიანი შეეწირა. მოკლულთა ზუსტი რაოდენობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.

 

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის 1987 წლის შემოდგომიდან მერაბ კოსტავას გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ახალი ძალით განახლდა. ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ „გორგასლიანი“ სტალინის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში 1953 წელს დააარსეს, მაშინ ორივე 14 წლის მოსწავლე იყო. პირველი პროკლამაციები 1956 წელს გამოაკრეს და ორივე პირველად სწორედ მაშინ დააპატიმრეს. 38 წლიანი ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს, მ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. იქამდე 2 წლით ადრე მომწამვლელი გაზის გაშვებითა და სანგრების სათხრელი ნიჩბებით მიტინგის დარბევას 21 ადამიანი შეეწირა, შემდეგ იყო 1990 წლის 28 ოქტომბერი, როდესაც პირველად 71 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოსი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა და პირველივე არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა. 1991 წლის 31 მარტის ისტორიულ რეფერენდუმზე კი მონაწილეობა ამომრჩეველთა 90%-მა მიიღო და მათმა 99%-მა ხმა დამოუკიდებლობას მისცა. დამოუკიდებლობას მხარი სამაჩაბლოსა და აფხაზეთშიც დაუჭირეს.

 

დამოუკიდებლობისთვის ერთი მთავარი მებრძოლი მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით მოწყობილი იყო, მეორე მებრძოლმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში 87%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ 7 თვეში იარაღის ძალით დაამხეს. პუტჩისტები ფულით, იარაღით და ცოცხალი ძალითაც კი რუსეთიდან მარაგდებოდნენ. გამსახურდია საქართველოში 1993 წლის 24 სექტემბერს დაბრუნდა. მის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ბალტინის ჯარებმა შეასრულა. პირველადი ოფიციალური მონაცემებით გამსახურდიამ 1993 წლის 31 დეკემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მოგვიანებით საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. იმის მიუხედავად, რომ მკვლელობიდან 28 წელზე მეტი გავიდა, პასუხი დღემდე არავის უგია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up