ჩინურმა კომპანია XPeng-მა დუბაიში, ამავე სახელწოდების სტარტაპის მიერ შემუშავებული, ელექტრომობილ AeroHT-ის პროტოტიპი წარმოადგინა, რომელსაც ჰაერში რამდენიმე ათეულ მეტრზე აფრენა და საცობებისგან თავის აცილება შეუძლია. საამისოდ მანქანას რვა პროპელერი და ოთხი ელექტროძრავა აქვს.
სატესტო ფრენა კომპანიის მშობლიურ ქალაქ გუანჯოუში წარმატებით განხორციელდა.
2025 წლისთვის კომპანია მფრინავი მანქანის სერიული ვერსიის გამოშვებას აპირებს, რომელიც დაახლოებით 140 000 დოლარი ეღირება.