„2008 წელს შეურაცხმყოფელი პოსტი დავწერე ქართველებზე, ამისთვის ბოდიშს ვიხდი“ - ნავალნი

„2008 წელს შეურაცხმყოფელი პოსტი დავწერე ქართველებზე, ამისთვის ბოდიშს ვიხდი“ - ნავალნი

access_time2023-04-13 23:53:38

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წერს, რომ 2008 წელს, ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი იმ ფაქტის გავლენით დავწერა, რომ მისი მეგობარი ცხინვალში იბომბებოდა. 


„მინდა ვისაუბრო მიხეილ სააკაშვილზე.

მას არ ვიცნობ და არასდროს შევხვედრილვარ. არც მის გუნდში ვიცნობ ვინმეს და ამ პოსტიც დაწერაც არავის უთხოვია.

მე, ჩემდა სამარცხვინოდ, საკმაოდ სუსტი წარმოდგენა მაქვს ქართულ პოლიტიკაზე და შეიძლება რამე არასწორად ვთქვა. კიდევ უფრო მეტად ჩემდა სამარცხვინოდ, იმის გავლენით, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში იყო დაბომბვის ქვეშ, 2008 წელს დავწერე პოსტი ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტებით. ამის გამო ბოდიში მოვიხადე და კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ვიცი, რომ ამის გამო ჩემს აზრს საქართველოში არც ისე დიდი წონა აქვს.

თუმცა, გადავწყვიტე დამეწერა, როგორც ადამიანს და ქრისტიანს, რადგან ეს ძნელი საყურებელია.

სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება და მთელი საქართველო ცუდადაა იმის გამო, რაც ხდება და ამაში კარგი არაფერია მათთვისაც კი, ვისაც სურს სააკაშვილის ციხეში ყოფნა  სიკვდილამდე.

მე მჯერა საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის. ეს არის მაგარი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაფერი კეთილდღეობისთვის. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (და სად არაა ის?) მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოგვარდება.

მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ეს პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ეს ურტყამს ევროპულ არჩევანს, ურტყამს განვითარებას, ამცირებს ნორმალური მომავლის შანსებს. ეს აქვეითებს მორალს და ავსებს ქვეყანას ბოროტებით.

გასაგებია, რომ ეს დაპირისპირება სასტიკია და სულის სიღრმემდე ემოციებით სავსე. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის ოპონენტებს აქვთ მისთვის რაღაც, რასაც გაახსნებენ და რაღაც  რისთვისაც შურს იძიებენ.


აი ამის შესახებ მინდა თქმა. მინდა მოვუწოდო, თუ ვინმე გაიგებს. არ არის საჭირო შურისძიება, თუნდაც ძალიან გინდოდეს. ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება. ეს არის ჩიხური გადაწყვეტილება,  სტრატეგიულად არახელსაყრელი ყველასთვის. და სასტიკი.

ჩვეულებისამებრ, ყველაფერი ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ყველას სურს სახის შენარჩუნება,  ყველას უნდა აჩვენოს, რომ ის ვერ მოდრიკეს, პირიქით, ყველა მან მოდრიკა.

მაგრამ ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები. რადგან ისაა ხელისუფლება.

სააკაშვილი ძალიან ავად არის და სიმულაციაზე ყველა საუბარი სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე ნებისმიერისგან იწოვს ჯანმრთელობას და თან დიდი სისწრაფით. მისი პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს - ეს იქნებოდა ყველაზე სწორი.

ახლა ვნების კვირაა, შემდეგ კი აღდგომა. კარგი დროა რთული, მაგრამ მოწყალე საქციელისთვის, ქვეყნის  საკეთილდღეოდ და ერის შერიგებისთვის ნაბიჯის გადასადგმელად.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგან ნაბიჯი ქრისტიანული წყალობისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით.

ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან,“- წერს ნავალნი.

შეგახსენებთ, 2008 წლის ომისას ალექსეი ნავალნიმ ქართველები (გრუზინები) "გრიზუნებად" მოიხსენია, რაც მღრღნელებს ნიშნავს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up