2019 წლის ყველაზე შემოსავლიანი ვიდეოთამაში Fortnite გახდა, რომელმაც შემქმნელებს, კომპანია Epic Games-ს, 1,8 მილიარდი დოლარი მოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია SuperData Research-ი ავრცელებს.
მეორე და მესამე ადგილებზე 1,6-1,6 მილიარდი დოლარით Dungeon Fighter Online და Honour of Kings-ი გავიდნენ.
სამივე ვიდეოთამაში ე.წ. პირობითად უფასო კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა წილმაც მსოფლიო სათამაშო ინდუსტრიის საერთო შემოსავალში 80% შეადგინა. 2019 წელს ვიდეოთამაშების შემქმნელების საერთო შემოსავალმა 120 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ვიდეოთამაში Fortnite კომპანია Epic Games-მა 2017 წელს გამოუშვა. 2019 წლის მარტის მონაცემებით, მისი დარეგისტრირებული მომხმარებლების რიცხვმა 250 მილიონს მიაღწია.
Imedinews