2020-2022 წლებში აფხაზეთის მთავრობამ ბიუჯეტის 70% ხელფასებში დახარჯა - მთავრობის 26-მა მანქანამ კი ნახევარი მილიონის საწვავი მოიხმარა

2020-2022 წლებში აფხაზეთის მთავრობამ ბიუჯეტის 70% ხელფასებში დახარჯა - მთავრობის 26-მა მანქანამ კი ნახევარი მილიონის საწვავი მოიხმარა

access_time2023-02-16 13:30:37

„ფლანგვის დეტექტორმა“ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020-2022 წლებში აფხაზეთის მთავრობის აპარატმა და ხუთმა სამინისტრომ ბიუჯეტის 70% - 5,588,640 ლარიდან 3,513,383 ხელფასებში დახარჯა.

 

„ფლანგვის დეტექტორის“ მონაცემებით, აფხაზეთი  მთავრობა ცენტრალური ბიუჯეტიდან  2020 წელს 19,080,780 ლარით დაფინანსდა;

 

2021 წელს - 20,770,000 ლარით;

 

2022 წელს - 23,500,000 ლარით.

 

„დაფინანსების უპირველესი მიზანი საქართველოში მცხოვრები 263,000 იძულებით გადაადგილებული პირის სოციალური დახმარება და ხელშეწყობა უნდა იყოს, აგრეთვე მათი ინტეგრაციისთვის მიმართული ნაბიჯები. თუმცა აფხაზეთის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საბიუჯეტო პრიორიტეტები სხვანაირად არის განაწილებული და ის ძირითადად მთავრობაში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურებაში იხარჯება,“ - წერს ფლანგვის დეტექტორი.

 

2020-2022 წლებში ხელფასებში მთავრობის აპარატმა 5,588,640 ლარიდან 3,513,383 ლარი - 63% დახარჯა;

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ - 4,089,672 ლარიდან 3,476,689 ლარი - 85%;

 

განათლებისა და კულტურის სამინისტრომ - 2,811,360 ლარიდან 2,136,229 ლარი - 76%;

 


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ - 1,952,475 ლარიდან 1,359,929 ლარი - 70%;

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ - 7,053,320 ლარიდან 4,681,600 ლარი - 66.3%;

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ - 2,816 ლარიდან 1,726,814 ლარი - 61.3%;

 

იმავე წლებში მთავრობის აპარატსა და სამინისტროებს საშუალოდ 26 მანქანა ემსახურებოდა, რომელთა საწვავის ხარჯმა 513,200 ლარი შეადგინა.

 

გამოდის, 5 სამინისტროსა და მთავრობის აპარატში 2020-2022 წლებში ბიუჯეტის 70% შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა, წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. გამორჩეულია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2021 წლის ხარჯი, რა დროსაც 1,518,445 ლარიდან 1,500,013 ლარი (99%) უწყებამ შრომის ანაზღაურებაში დახარჯა.

 

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობის და მინისტრების შრომის ანაზღაურებას, ასეთია:

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ 2020-2022 წლებში ხელფასის სახით -  249,150 ლარი მიიღო;

 

განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ - 143,450 ლარი;

 

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ - 137,600 ლარი;

 

ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ - 141,631 ლარი;

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ - 138,243 ლარი;

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ - 117,333 ლარი.

 

 

ფლანგვის დეტექტორი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up