„ფლანგვის დეტექტორმა“, აუდიტის სამსახურის დასკვნების საფუძველზე, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მიერ საწვავის ხარჯების შეისწავლა. რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ამ სამ მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს საწვავის არამიზნობრივ მოხმარებას.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2020-2021 წლებში ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა საწვავის შესაძენად საერთო ჯამში 826,944 ლარი დახარჯეს. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება, უფრო კონკრეტულად კი, აუდიტის დასკვნის თანახმად, ამ სამ მუნიციპალიტეტში 297,725 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა საერთოდ არ დასტურდება, შესაბამისად, ბუნდოვანია, რატომ დაიხარჯა საწვავზე იმაზე მეტი თანხა, ვიდრე რეალურად საჭირო იყო. უფრო დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ.
ხულოში 2020-2021 წლებში საწვავზე 234,515 ლარი დახარჯეს და ამ თანხიდან 95,523 ლარის საწვავის სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენება არ დასტურდება.
ქედის მინუციპალიტეტმა საწვავზე 219,016 ლარი დაიხარჯა და აქედან 106,817ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი მიზნობრიობა არ დასტურდება.
შუახევში საწვავზე 409,413 ლარი დახარჯეს, თუმცა აქაც, 95,385 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დადასტურდება.
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი