საკრებულოს ბიუჯეტი 722 400 ლარით გაიზარდა და 12 სხდომაზე 86 გაცდენა დაფიქსირდა - ფლანგვის დეტექტორი

საკრებულოს ბიუჯეტი 722 400 ლარით გაიზარდა და 12 სხდომაზე 86 გაცდენა დაფიქსირდა - ფლანგვის დეტექტორი

access_time2023-01-19 15:30:05

„ფლანგვის დეტექტორმა“ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, საჯარო მოხელეთა ხელფასები წელსაც იზრდება, ისევე როგორც საკრებულოს დაფინანსება, რომელიც 2023 წელს 722 400 ლარით გაიზარდა.

 

 

„ახალი, გაზრდილი ბიუჯეტით დაიწყო წელი თბილისის საკრებულომ. 2022 წლის გეგმის თანახმად, თბილისის საკრებულოს ბიუჯეტი 17,695,800 ლარით განისაზღვრა, ხოლო 2023 წლის ბიუჯეტი 18,418,200 ლარით. 13,765,400 ლარი შეადგინა საკრებულოს ფაქტობრივმა დაფინანსებამ 2021 წელს.

 

დაფინანსების ზრდის პარალელურად, ფლანგვის დეტექტორმა გადაწყვიტა შეეჯამებინა საკრებულოს საქმიანობა 2022 წელს. საკრებულოს წევრთა ძირითად ვალდებულებებს წარმოადგენს: აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, საკრებულოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვა. საკრებულოს წევრი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს სხდომაზე. შესაბამისად, მასზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად განსახორციელებლად, სულ მცირე, სხდომაზე დასწრებაა საჭირო.


 

2022 წლის განმავლობაში საკრებულოს 12 სხდომა გაიმართა. დედაქალაქის საკრებულო 50 წევრისგან შედგება. წლის მანძილზე საკრებულოს წევრთა სრული დასწრება არც ერთ სხდომაზე არ დაფიქსირებულა. 50 წევრიდან 17 წევრს საკრებულოს სხდომის არც ერთი გაცდენის შემთხვევა არ უფიქსირდება. ამ 17 წევრიდან მხოლოდ 4 წევრია ოპოზიციის წარმომადგენელი: საბა ბუაძე, ცოტნე კობერიძე და ალექსანდრე რატიაშვილი, რომელიც შემდგომში ნინო წულაძემ ჩაანაცვლა.

 

ჯამში წლის მანძილზე 86 გაცდენიდან 37 გაცდენა უფიქსირდება ქართული ოცნების წევრებს, 39 - ერთიან ნაციონალური მოძრაობის წევრებს, 9 - საქართველოსთვის წევრებს, ხოლო 1 გაცდენა ლელოს წევრებს. გაცდენების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ მაისის თვეში საკრებულოს ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტი გამოაცხადა და არ დაესწრო თბილისის საკრებულოს სხდომას.

 

რაც შეეხება გაცდენების ინდივიდუალურ მაჩვენებელს, 2022 წელს 12 სხდომიდან 7 სხდომას არ ესწრებოდა ენმ-ის წარმომადგენელი თორნიკე ბიკაშვილი, 7 სხდომას არ ესწრებოდა ქართული ოცნების წარმომადგენელი ნათია მოდებაძე, ხოლო მესამე ადგილს გაცდენების სიაში კვლავ ენმ-ს წევრი იკავებს - სოფიო ჯაფარიძე 5 სხდომას არ დაესწრო.


თეგები:
საკრებულო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up