2022 წელს სამინისტროებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 24%-ით გააუარესეს - IDFI

2022 წელს სამინისტროებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 24%-ით გააუარესეს - IDFI

access_time2023-03-10 22:51:35

2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით გაუარესდა და 58% შეადგინა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია - ამის შესახებ IDFI-ის ანგარიშში წერია.

 

ძირითადი მიგნებები

 

 

- 2022 წელს 374 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 7,582 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო მხოლოდ 4,385 განცხადებაზე (58%);

 

  

- 2022 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 7,582 მოთხოვნიდან, IDFI-იმ 10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო მხოლოდ 2,640შემთხვევაში (35%);

 

 

- 2022 წელს IDFI-ს სტანდარტული წერილით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების მაჩვენებელი მინიმუმ 41%-ს შეადგენს.მათ შორის, ყველაზე მეტმა უწყებამ (59%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტის ანგარიშების მოწოდებაზე;

 

 

- 2022 წელს, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან და მის საქართველოზე გავლენასთან იყო კავშირში. მაგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომუპასუხოდ დატოვა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვა.

 

 

- 2022 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპ-ებმა (90% უპასუხო, უარი); ასევე, სამინისტროებს დაქვემდებარებულმა  უწყებებმა (83% უპასუხო, უარი) და ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა (66% უპასუხო, უარი);

 

 

 

- სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (69% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობასა და სამინისტროებს, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას.

 

 

 

- 2022 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით მხოლოდ  9 საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის,  საჯარო სამახურის ბიურომ, სახალხო დამცველის აპარატმა, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ);


 

 

 

- 2022 წელს 69  დაწესებულება (მათ შორის 49 სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებაა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც  IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა;

 

 

 

- 2022 წელს 130 საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლი 50%-ზე ნაკლებია;

 

 

 

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (95,36%) და საქართველოს პარლამენტის აპარატმა -(85,39%); საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მაჩვენებელმა მხოლოდ 18,31% შეადგინა. 

 

 

 

- 2022 წელს, IDFI-ს სტანდარტული შინაარსის მოთხოვნები ყველა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა, შედეგად, სამინისტროების მაჩვენებელი მხოლოდ 0%-დან 40%-მდე მერყეობს. მათ შორის,  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო (0%);

 

 

 

- 2022 წელს ყველა სამინისტრომ, წინა წელთან შედარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუარესა. მათ შორის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (-88%), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (- 84%), ჯანდაცვის სამინისტრო (-66%);

 

 

 

- 2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24პროცენტით შემცირდა და 58% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია.

 

 

 

- 2022 წელს IDFI-მ 56 ადმინისტრაციული საჩივრი და 16 ადმინისტრაციული სარჩელი მოამზადა. დავის სამართლებრივი სირთულის მიუხედავად, სასამართლომ წარმოებაში მიღებულ ყველა საქმეზე 5 თვით გაანაგრძლივა საქმის განხილვის ვადა.

 

 

 

- 2022 წელს სრულყოფილად გაცემული პასუხების მაჩვენებელი 33%-ია. მსგავსი დაბალი შედეგი  2010 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

 

 

 

- 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მეტად შემცირდა სამინისტროების (-62%), სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ების (-65%) და სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების) ადმინისტრაციების (-26%) შემთხვევაში.

 

 

 

- 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, მიღებული პასუხები მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა დამოუკიდებელი უწყებების (+1%) და საკრებულოების (+4%) ჯგუფებში შემავალ უწყებებში.

 

 

 

- 2022 წელს საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის მაჩვენებელი 19%-ით შემცირდა და 35% შეადგინა.  აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up