2022 წლის ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ და „ალტ ინფომ“ მიიღეს - TI

2022 წლის ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ და „ალტ ინფომ“ მიიღეს - TI

access_time2023-02-28 18:30:59

2022 წლის 1 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით, ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.



საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 370,000 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. დონორთა უმრავლესობა მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნესჯგუფებს წარმოადგენს. 2022 წლის 8 და 14 დეკემბერს გიორგი და ჯემალ ჭყონიებმა და მალხაზ დუმბაძემ „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შეწირეს. ამ ჯგუფს გასულ წლებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 555 000 ლარი აქვთ გაღებული. ამ მხრივ განსაკუთრებით გიორგი ჭყონია და მალხაზ დუმბაძე გამოირჩეოდნენ, რომლებიც 2016 წლიდან გამართულ ყოველი არჩევნების წინ, ერთ და იმავე დღეს, „ქართულ ოცნებას“ ათეულობით ათას ლარს წირავდნენ. 2012 წელს ამ წყვილმა მაშინდელ მმართველ პარტიასთან აფილირებულ ორგანიზაციას - „საქართველო არ იყიდებას“ 75 000 ლარი შეწირა.


TI-ს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ჯგუფი ერთმანეთთან საერთო ბიზნეს ინტერესებით, კერძოდ შპს „ფიგოილის“ და შპს „გზის“ მეშვეობით არიან დაკავშირებული. მათგან ყველაზე საყურადღებოა შპს „გზა“, რომლის 100%-ის მესაკუთრეც გიორგი ჭყონია, ხოლო დირექტორი მალხაზ დუმბაძეა. ამ კომპანიას 222 მილიონი ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული და 9.5 მილიონ ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიღებული. მოგებული ტენდერების თითქმის ნახევარი (102 მილიონი ლარის ოდენობის), უკანასკნელ 4 თვეზე მოდის. ამავე პერიოდში ჭყონიას სხვა კომპანიებს, „შატო კვირიკეს“ და „ბათუმი ცენტრალს“ გამარტივებული შესყიდვით 51 112 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.



გარდა ამისა, გიორგი ჭყონიას კომპანიებს მიღებული აქვთ დაფინანსება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მათ შორის „აწარმოე საქართველოდან“ (153 066 ლარი), „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტიდან“ (181 237 ლარი), გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიდან (201,735 ლარი).


2022 წლის 25 ნოემბერს ჯონი ჯინჭარაძემ და მარინა დეხტიარევმა “ქართულ ოცნებას” ჯამში 40 ათასი ლარი შეწირეს (თითოეულმა 20 000). ისინი კომპანია „ეიჩ გრუპ სერვისისთან“ და „ეიჩ გრუპ დეველოპმენტთან“ არიან დაკავშირებული. დეხტიარევი „ეიჩ გრუპ დეველოპმენტის“ დირექტორია, ჯინჭარაძე „ეიჩ გრუპ სერვისისის“ დირექტორი და 5%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია ერთ მისამართზეა რეგისტრირებული და მათი მთავარი მეწილეები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან (სულ 6 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორივე კომპანიის პარტნიორია 40% და 50%-იანი წილებით).


შპს „ეიჩ გრუპ დეველოპმენტი“ ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16 000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს და სწორედ შემოწირულების განხორციელების პერიოდში პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა ხელვაჩაურის საკრებულოსთვის იყო გადაგზავნილი დასამტკიცებლად, რომელიც 12 დეკემბერს საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.


ეს შემთხვევა შესაბამისი ორგანოების მხრიდან დეტალურ შესწავლას საჭიროებს, რათა გაქარწყლდეს ეჭვი იმის შესახებ, რომ შეწირული თანხა რეალურად ეკუთვნოდათ არა დეხტიარევს და ჯინჭარაძეს, არამედ მშენებელი კომპანის მეწილე რუსეთის მოქალაქეებს, შემოწირულების მიზანი კი მშენებლობის ნებართვის მოპოვება იყო. გარდა შესაძლო კორუფციული სქემის არსებობისა, იკვეთება კანონის დარღვევის სხვა ნიშნები, კერძოდ, კანონმდებლობით აკრძალულია, როგორც სხვა პირების მეშვეობით შემოწირულების გაღება, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ პარტიის დაფინანსება.


2022 წლის 4 და 6 ოქტომბერს ჯამში 100 000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“ გივი ლებანიძემ, დავით გალუაშვილმა და მანანა ნადირაძემ. ისინი „ქართუსთან“ და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. კერძოდ, გალუაშვილი „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლებანიძე — დირექტორი, ხოლო ნადირაძე — ყოფილი დირექტორი. მათ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მმართველი პარტიისთვის 28-ჯერ, ჯამში 800 000 ლარამდე აქვთ შეწირული.


TI-ს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, წარსულში კი სულ 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი მათ სულ 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი აქვთ მიღებული. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არცერთი პარტიის ან შემომწირველის მიმართ სანქცია არ გამოუყენებია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up