„261 ტონა სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე ... ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა“ -  პარლამენტი სურსათის ბანკების შექმნაზე მსჯელობს

„261 ტონა სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე ... ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა“ - პარლამენტი სურსათის ბანკების შექმნაზე მსჯელობს

access_time2023-03-22 13:00:48

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილა.


მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ხატია წილოსანის ინფორმაციით, კანონპროექტი სიახლეა ქართულ სინამდვილეში და ასევე პირველი ინიციატივაა რეგიონში, რომელიც სურსათის ნარჩენების, სურსათის დანაკარგების და შეწირულობის საკითხს ეხება.


„მთელ მსოფლიოში აქტუალურად დგას საკითხი სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებულ თემებზე, ჩვენ მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებულია გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით და ევროკავშირის დაფინანსებით. საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლისს და 2020 წლის მონაცემებით, 261 ტონა სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე. ერთ სულ მოსახლეზე ეს არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი მხრივ, სურსათის ნარჩენების შემცირების უზრუნველყოფას, მეორე მხრივ, გააჩენს შესაძლებლობას დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ ნარჩენი სურსათი მოაწოდონ ბენეფიციარებს, ვისაც ამის საჭიროება უდგას.

 


კანონმდებლობით შემოდის ახალი ცნებები - სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სურსათის ბანკები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება მარკეტებიდან საბოლოო ბენეფიციარებამდე პროდუქციის მიწოდება.

 

პროექტი ამავდროულად გარკვეულ ეკონომიკურ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, მარკეტებს და ქსელებს, რომლებიც ვადის მქონე სურსათის განაწილებას მოახდენენ დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის, ექნებათ საგადასახადო შეღავათი, ისინი ისარგებლებენ დღგ-ს ჩათვლის უფლებით და გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის შეფასებით, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ორი მიზნით - ერთი, ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის და მართვის კუთხით და მეორე - პროდუქტი, რომლის გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება და რომელიც თავის შინაარსით არ არის ნარჩენი, მიზნობრივად სწორად განიკარგოს, რაც მისასალმებელია.

კომიტეტმა განხილულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up