“3 ფაქტი რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ“  - ქადაგიძე კრემლის მესიჯბოქზე

“3 ფაქტი რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ“ - ქადაგიძე კრემლის მესიჯბოქზე

access_time2022-03-01 00:36:50

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც დეტალურად საუბრობს იმ პროპუტინისტური მესიჯბოქსის შესახებ რომელიც საქართველოს მოსახლეობაში აქტიურად განიხილება:


“კომერსანტი“ გადაგიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ



3 ფაქტი რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ;


სიცრუე 1.

სანქციებთან მიერთების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები ფულს ვეღარ გადმორიცხავენ ოჯახებში, დავკარგავთ 500 მილიონს. 

სწრაფი გზავნილების სისტემას არაფერი აქვს საერთო სვიფტთან და სანქციებთან. ფიზიკური პირების გზავნილების ბლოკირება შეუძლებელი ამოცანაა და არავინ ისახავს მიზნად.



სიცრუე 2.

სანქციების დაწესებით დაზარალდება ქართული ეკონომიკა, ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს.


არავინ გვთხოვს სანქციების დაწესებას, ჩვენ უნდა მივუერთდეთ თანამედროვე მსოფლიოს სანქციებს. ახალ წესებზე არ მიერთება, გვაქცევს რუსეთ-ბელორუსის მოკავშირედ. ეს კი ნამდვილად კატასტროფის ტოლფასი იქნება, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. რაც შეეხება გავლენას ქართულ ეკონომიკაზე, 2006-7 წლის სრული ემბარგოს პირობებში ეკონომიკა იზრდებოდა 9-11%-ით. მუშაობა უნდა ამას და ინვესტიციების მოზიდვა, არაფერი ექსპორტი ჩვენ არ გვაქვს ჩაუნაცვლებელი.


სიცრუე 3.

აბა ომი გინდა? ხორბალს, დენს და გაზს ვყიდულობთ რუსეთისგან!!! მართლა ომი რომ დაიწყოს, ჩემი საომარი იქნება, შენ გაიქცევი! კლავიატურაზე მაგრები ხართ! აფხაზეთში და ოსეთში შეჭრის გიჟური იდეების გაჟღერება. საკუთარ ქვეყანას მივხედოთ, ისინი დალაგდებიან! აქტიური პროტესტით შეიძლება ომში ჩაგვაბან და ა.შ.


21 საუკუნის ჰიბრიდული ომის განუყოფელი ნაწილია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ბრძოლა, მათ შორის გავლენიან სოციალურ ქსელებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პოსტულატი არის კარგად დატესტილი კრემლის მესიჯბოქსი, რომლის მიზანია შეამციროს ჩვენი აქტივობა და წარმოაჩინოს პროკრემლისტური პოზიციის პრაგმატულობა. ეს არ უნდა დავუშვათ!


გვახსოვდეს რომ თითოეული ჩვენთაგანი ჰიბრიდული საინფორმაციო ომის მონაწილე ვართ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up