დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში, ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ 34 ოჯახს ბინები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია დაესწრნენ.
სააგენტოს დირექტორის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი აქტიურად გრძელდება.
ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების განსახლების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა და ახალი საცხოვრებელი ფართი 1344 ოჯახს გადაეცა. 2022-2024 წლებში, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, დამატებით, 1700 ბინა აშენდება.
მომდევნო 3 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალ საცხოვრებელს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.