60-მდე პოლიციელი დაშავდა. რამდენიმე ლამის ცოცხლად დაიწვა. ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?  - პრემიერი

60-მდე პოლიციელი დაშავდა. რამდენიმე ლამის ცოცხლად დაიწვა. ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? - პრემიერი

access_time2023-03-12 21:00:38

60-მდე პოლიციელი იქნა დაშავებული. რამდენიმე ლამის ცოცხლად დაიწვა. ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება დასჯილი უმკაცრესად - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტების შესახებ საუბრისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აქციებზე „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდებს  და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ წევრებს პროვოკაციულად იქცეოდნენ და დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან და პოლიციელებთან.

 

„ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები  და დატრენინგებული ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ დესტრუქციული წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად. მათ პირდაპირ ჰქონდათ მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან და და პოლიციელებთან.

 

საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილების „მშვიდობიან აქციაზე“. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, საზოგადოებას - როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა? ვიძახით, რომ გვინდა ევროპულის საზოგადოება ავაშენოთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად? წინა ხაზზე ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. 60-მდე პოლიციელი იქნა დაშავებული. რამდენიმე ლამის ცოცხლად დაიწვა. ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება დასჯილი უმკაცრესად“, - განმაცხადა პრემიერმა


 

ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს იმისათვის, რომ მათ იდეალურად დაგეგმეს და შეასრულეს „ეს ღონისძიება“.

 

„პირველი რიგში საჯაროდ მადლობა გადავიხადო ვახტანგ გომელაურს, ჩვენს მეგობარს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ყველა პოლიციელს, რომელმაც იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება. მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე, “ - განაცხადა პრემიერმა.


თეგები:
პრემიერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up