6.2 მილიონ დოლარზე მეტი გაცემული საგრანტო თანხით 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

6.2 მილიონ დოლარზე მეტი გაცემული საგრანტო თანხით 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

access_time2022-11-20 00:00:01

საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაეროს „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ (FAO) დასკვნითი ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიების მიზანი ევროკავშირის მხარდაჭერით FAO-ს მიერ მიღწეული შედეგების წარმოდგენა იყო 12 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში. ამასთანავე, ფოკუსი გაკეთდა ბენეფიციარების ერთმანეთთან დაკავშირებაზე, B2B შეხვედრების მეშვეობით. ღონისძიებაზე მომავალი ENPARD პროგრამის მე-4 ფაზის სასოფლო-სამეურნეო სისტემის მდგრადი განვითარების ძირეული პრიორიტეტების განხილვაც განხორციელდა.

 

6.2 მილიონ დოლარზე მეტი გაცემული საგრანტო თანხით, ENPARD პროგრამის მე-3 ფაზა 350-ზე მეტ ფერმერსა და მწარმოებელს დაეხმარა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დაახლოებით 15 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებას შეუწყო ხელი. შედეგად, იქმნება 1,500-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ხოლო პროგრამის ბენეფიციარები საკუთარ პროდუქტიულობასა და ბრუნვას მკვეთრად ზრდიან. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-ს პროექტის ექსტენციის კომპონენტმა ღირებული ტექნიკური დახმარება და სერვისები გაუწია 1,900-ზე მეტ ფერმერს, საქართველოს რამდენიმე რეგიონში. FAO-ს პროექტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ასევე აქტიურად მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA) და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებთან. FAO-ს გუნდი მათ ტექნიკურ დახმარებას უწევდა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში, რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა.

 

„FAO, ENPARD პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან, წარმატებით უწყობს ხელს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გაუმჯობესებაში ტექნიკური დახმარების გაწევით, კომპანიებისთვის და ფერმერებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებით, ფერმერების ტრენინგებით კარგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკებში და სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მთავარ წარმომადგენლებთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, FAO-მ და ევროკავშირმა წარმოაჩინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის სრული პოტენციალი და ადგილობრივი თემებისთვის მდგრადი აგრო-სასურსათო სისტემების განვითარების უპირატესობასაც გაუსვა ხაზი,“ განაცადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა.


 

 „მოხარული ვარ, რომ ENPARD პროგრამის ფარგლებში ჩვენი გუნდის მიერ გამოყენებული მოდულები ასობით ფერმერთან და მწარმოებელთან თანამშრომლობაში გამოგვადგა. ჩვენ წარმატებით  ვაზიარებთ მდგრადი სოფლის მეურნეობის ტექნიკების შესახებ ცოდნას. ჩვენი პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების დიდი ნაწილი უკვე იყენებს იმ ტექნიკურ უნარებს, რომლებიც ჩვენმა აგრონომებმა და ვეტერინარებმა გაუზიარეს, რაც აუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და შესაძლებლობას აძლევს მეტი და უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტები აწარმოონ,“ ალან პინედა ბურგოსი, FAO-ს საერთაშორისო აგრონომი და უნარების განვითარების სპეციალისტი.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. პროგრამის „ENPARD” პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობის და მის მიღმა. 


თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up