897100 ევრო ახალი პროგრამისთვის - ვინ დაწერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ახალ პროგრამას?

897100 ევრო ახალი პროგრამისთვის - ვინ დაწერს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ახალ პროგრამას?

access_time2023-03-01 18:30:51

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთარი მოხმარებისთვის ახალი პროგრამა ექნება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 897100 ევრო დაიხარჯება. ახალი პროგრამის შექმნაზე ABACO S.p.A იმუშავებს, ის მზად 8 თვეში იქნება და აღნიშნულ სერვისს კი ქონების ეროვნული სააგენტო გამარტივებული შესყიდვით შეიძენს.


როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბიზნეს პროცესების სრულფასოვნად ადმინისტრირების და სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვასთან დაკავშირებული პროცესის გამარტივების მიზნით, მნიშვნელოვანია ელექტრონული პორტალის დანერგვა.


ელექტრონული პორტალის დანერგვის შედეგი იქნება:

დანერგილი ელექტრონული სერვისები;
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა;
მაქსიმალურად სრულყოფილი მონაცემთა ბაზა;
დაზოგილი შრომითი რესურსი;
სააგენტოს გამარტივებული და გამჭირვალე საქმის წარმოების პროცესები;
სააგენტოს საქმიანობის ცნობადობის ამაღლება;
სააგენტოს შემოსავლების ზრდა.


სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ არ არსებობს კოორდინირებული მართვისათვის საჭირო ელექტრონული სისტემის ერთიანი პროგრამული პლატფორმა, სადაც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები შეძლებენ მონაცემების ასახვას, დამუშავებას და საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად გენერირებას. ვინაიდან შესაძლებელი უნდა გახდეს ერთიანი მონაცემთა ბაზების შექმნა, ელექტრონული სერვისების დანერგვის ხელშეწყობა და პროცესების გამჭირვალობის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანია ერთიანი ელექტრონული პორტალის შემუშავება და დანერგვა.



არსებული ბიზნეს პროცესებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის დღეისათვის არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა, რომ სააგენტოში არსებული ცალკეული პროგრამული პლატფორმების გამოყენება იწვევს მონაცემთა ფრაგმენტულ დამუშავებას, გართულებულია ინფორმაციის კოორდინირებულად გაცვლისა და გადამოწმების პროცესი (მექანიკური კონტროლის მრავალი მექანიზმის დამატებით გამოყენება), მონაცემების სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად იხარჯება თანამშრომელთა მოცულობითი დროის რესურსი. სხვადასხვა მმართველობითი ანგარიშების (Report) მოსამზადებლად ინფორმაციის დამუშავება, გადამოწმება და ასახვა ხორციელდება სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ინდივიდუალურად, მათ მიერვე შექმნილ ცალკეულ მონაცემთა ბაზებში, რომლებიც არ არიან სინქრონიზებული ერთიან სისტემასთან.


„საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების პროექტის მომზადება განპირობებულია სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, რადგან მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახადოს სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვასთან დაკავშირებული პროცესი. სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასევე ბიზნეს პროცესების სრულფასოვნად ადმინისტრირების მიზნით, მნიშვნელოვანია ელექტრონული პლატფორმის დანერგვა, რათა გამარტივდეს სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვასთან დაკავშირებული პროცესი. პორტალის არარსებობით გამოწვეული სირთულეები საბოლოოდ უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების იმ სეგმენტზე, რომელიც დაინტერესებულია სახელმწიფო ქონების პრივატიზებით. შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პლატფორმის შექმნა უმოკლეს ვადაში“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგემტოს ვებგვერდზე გამარტივებული შესყიდვის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში. 


თეგები:
ABACO S.p.A



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up