აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით TI-ის კვლევას ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება

აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით TI-ის კვლევას ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება

access_time2022-12-09 21:00:48

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევას  განცხადებით ეხმაურება:

 

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ეგრეთ წოდებულ კვლევას, რომელიც შეგნებულად ეფუძნება არასრულ და სახელმწიფო უწყებებთან გადაუმოწმებელ ინფორმაციას და შესაბამისად, არ ასახავს რეალობას.

 

ის, რომ ორგანიზაციამ არ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია აბასთუმანში მიმდინარე პროექტების განმახორციელებელი უწყებებიდან და კვლევა დაარქვა მხოლოდ მისთვის სასურველი ინფორმაციის საფუძველზე განვითარებულ მსჯელობას, ადასტურებს მის ერთადერთ განზრახვას - შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება კონკრეტული პირების და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეალური კვლევის ჩატარება რომ ნდომოდა, აღმოაჩენდა იმ სინამდვილეს, რომელიც სრულიად არ შეესაბამება დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას. 

 

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობა აბასთუმნის, როგორც ისტორიული და უნიკალური კურორტის განვითარებაზე ჯერ კიდევ 2014 წლიდან მუშაობს. ამისთვის, კურორტის განვითარების პროექტზე, 2014 წელს დაიწყო მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან. 2015 წელს კი, მსოფლიო ბანკის „რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის“ (RDP 3) ფარგლებში, პროგრამისთვის გამოიყო 60 მილიონი აშშ დოლარი. პროგრამა ორიენტირებული იყო ეკონომიკურად მზარდ ორ რეგიონში - სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და მოიცავდა სამი კლასტერს: მცხეთა, აბასთუმანი და სტეფანწმინდა, რომლებსაც, შემდგომში დაემატა ბორჯომ-ბაკურიანი და დუშეთი.

 


დაიწყო კურორტის გეგმაზომიერი განვითარება, რომელიც მოიცავდა აბასთუმნის ისტორიული შენობების, ევგენი ხარაძის სახელობის ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაციას, ობსერვატორიისათვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვას, აბასთუმნის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაციას, ობსერვატორიის ტელესკოპის და გუმბათის დამზადება-ინსტალაციას და სხვა. პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ტენდერების გამოცხადება, მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების დაცვით, 2017 წელს დაიწყო. 

 

2016 წელს მთავრობამ დაიწყო მუშაობდა ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაციის პროექტზეც და 2016 წლის 18 ივლისის განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაავალა  ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა. ამ შემთხვევაშიც, ტედერი სახელმწიფო შესყიდვის ყველა პროცედურის დაცვით, გამოცხადდა 2016 წლის ნოემბერში. საპროექტო მომსახურების დოკუმენტაცია მზადდებოდა ეტაპობრივად და დასრულდა 2019 წლის ივლისში.  საპროექტო სამუშაოების დასრულების პარალელურად, ეტაპობრივად  ცხადდებოდა ელექტრონული ტენდერი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების  შესყიდვაზე, მათ შორის,  2017 წელს გამოცხადდა ტენდერი აბასთუმნიდან ბაღდათის მიმართულებით 3,2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო 2018 წელს - აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საჭირო ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

 

 

 

ეგრეთ წოდებული კვლევის ავტორების მიერ შეგნებულად იქნა უგულვებელყოფილი ის ფაქტიც, რომ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირების შესყიდვისთვის, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა. 2018 წლამდე გამოცხადდა ტენდერი და გაფორმდა ხელშეკრულება წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეც.

 

უცნაურია, რატომ არის გასაკვირი აბასთუმანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარება, მაშინ როდესაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით კომპანიას ქვეყნის არაერთ რეგიონში განხორციელებული აქვს ანალოგიური სამუშაოები. მაგალითად, 2018 წლამდე დაიწყო ყვარლის, კურორტ გუდაურის, ბაკურიანის წყალმომარაგებისა და წყალარინების და წყალმომარაგების სისტემის პროექტირება და სხვა.

 

რაც შეეხება ტენდერებს, აბსულუტურად ყველა ტენდერი არის ღია და გამჭირვალე, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუმცა ტენდერში იმარჯვებს შესაბამისი გამოცდილების მქონე, უმდაბლესი ფასის მქონე კომპანია. ყველა ტენდერი ჩატარებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც საჯაროა და დასტურდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცული მონაცემებით.

 

საქართველოს მთავრობის ამოცანაა იყო და არის რეგიონების განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში მიმდინარე თუ დაგეგმილი ყველა პროექტი. იმისათვის, რომ  ამა თუ იმ რეგიონის შესაძლებლობები  განვითარდეს არა ფრაგმენტულად, არამედ თანმიმდევრულად, რეგიონის პოტენციალის სრული ათვისებით, ინფრასტრუქტურა რეგიონში უნდა განვითარდეს ერთიანი ხედვით, ყველა სამთავრობო უწყების ჩართულობით. მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის საკურორტო ზონების განვითარებას, რომლისთვისაც 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ, უამრავი ფაქტობრივი უზუსტობით გაჯერებულ ინფორმაცის, ნამდვილად ვერ განვიხილავთ კვლევად. მეტიც, ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც შეგნებულად ემსახურება საზოგადოებაში სამთავრობო უწყებების საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up