ადამიანები სიმართლეს გრძნობენ, „ოცნება“ მათ მოტყუებას ვეღარ შეძლებს - ბადრი ჯაფარიძე

ადამიანები სიმართლეს გრძნობენ, „ოცნება“ მათ მოტყუებას ვეღარ შეძლებს - ბადრი ჯაფარიძე

access_time2020-10-06 20:24:07

„ლელოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის იპოდრომის უსასყიდლოდ გადაცემას გამოეხმაურა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ოცნებას“ აქვს სურვილი, ზარზეიმით წარმოაჩინოს ამბავი, რომ ფონდმა „ქართუმ“ მერიას იპოდრომი დაუბრუნა, თუმცა, მისივე განმარტებით, დედაქალაქის მაცხოვრებლებს საქმე აქვთ მორიგ წინასაარჩევნო ხრიკთან.



„ფონდ „ქართუს“ მიერ იპოდრომის ვითომ დედაქალაქისთვის ჩუქება არის ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა. თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მის ფონდს და მის პარტიას, ამისთვის ჰქონდათ მთელი რვა წელი და მათ არაფერი გააკეთეს.



„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა ზუსტად ისე უპატრონეს იპოდრომს, როგორც საქართველოს ამ 8 წელიწადში. ახლა კიდევ აქვთ მცდელობა და სურვილი, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ. თითქოს, ახლა შეძლებენ იპოდრომის მოვლას, ისე, როგორც გაავერანეს „ლაგუნა ვერე“ და კიდევ არაერთი აქტივი თბილისსა და მთელ საქართველოში.




წლების განმავლობაში ეს უმნიშვნელოვანესი ტერიტორია - რეკრეაციული ზონა მთელი თბილისისთვის და საბურთალოსთვის იყო მიგდებული, ახლა არჩევნების წინ, თითქოს დიდი მნიშვნელოვანი ჟესტი გაკეთდა მათი მხრიდან. სინამდვილეში, ეს არის მორიგი ხრიკი, კიდევ ერთხელ ვამბობ, წინასაარჩვენო ხრიკი, რომ იქნებ ამ დაპირების საფუძველზე მაინც ვინმე წამოეგოს მორიგ ფანდზე და ამით ისარგებლოს „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.


„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით, ქართველი ხალხი აღარ მოტყუვდება. ადამიანები არჩევენ ყალბს და ორიგინალს ერთმანეთისგან და არჩევნებზეც შესაბამისად იმოქმედებენ.


„ადამიანები ხედავენ და გრძნობენ, როგორ „უვლის“ ქვეყანას „ოცნება“, როგორ გაავერანეს ის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული ზონა და ასევე, როგორი მოუვლელია უმნიშვნელოვანესი „ლაგუნა ვერე ყველა ჩვენგანისთვის, ყველა თბილისელისთვის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნებისგან“ და ივანიშვილისგან იმისათვის, რომ დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. საბურთალოზე „ქართული ოცნება“ მარცხდება, სერგეენკო მარცხდება, ეს უკვე თვალსაჩინოა და დღევანდელი ხრიკიც ამას ემსახურება, იქნებ როგორმე შეაჩერონ „ქართული ოცნების დამარცხების შეუქცევადი პროცესი,“ - აცხადებს ჯაფარიძე.


NS









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up