„ადამიანების სიკვდილი ლოჯისტიკური პრობლემების გამო“ -  სააფთიაქო ქსელებში B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი დეფიტიცურია

„ადამიანების სიკვდილი ლოჯისტიკური პრობლემების გამო“ - სააფთიაქო ქსელებში B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი დეფიტიცურია

access_time2020-11-17 10:00:45

კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დროს, როდესაც ჯანდაცვის სექტორი დღითი დღე უფრო ღრმა კრიზისში შედის, თავს არა ერთი პრობლემა იჩენს. მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უხილავ ვირუს ებრძვის, B ჰეპატიტის მქონე ადამიანები მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგანან. საქართველოს სააფთიაქო ქსელებში B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „ვირეადი“ (ტენოფოვირი) დეფიციტურია. მედიკამენტის ბაზრიდან გაქრობა და B ვირუსის მკურნალობის შეწყვეტა, პაციენტების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხე უქმნის.


უალტერნატივო მედიკამენტის გაქრობით გამოწვეულ რისკებზე „კომერსანტთან“ კლინიკა „მრჩეველის“ ექიმი, გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა საუბრობს. იგი გვიყვება, რომ b ჰეპატიტი არ არის რაიმე იშვიათი დაავადება, რომელსაც ალაგ-ალაგ ვაწყდებით, ინფექციური დაავადება საქართველოში 80 ათას ადამიანს სჭირს. ექიმი ვირუსის თავისებურებებს მედიაჰოლდინგთან დეტალურად ხნის: 

 


„ქრონიკული B ჰეპატიტი კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ორ ნაწილად იყოფა: აქტიური და არააქტიური დაავადება. ქრონიკული არააქტიური დაავადების მქონე პაციენტებს სჭირდებათ რეგულარული მეთვალყურეობა და არა - მკურნალობა. საბედნიეროდ, სტატისტიკურად ისინი აბსოლუტურ უმეტესობას წარმოადგენენ (ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების დაახლ. 70-80%). რაც შეეხება ქრონიკულ აქტიურ დაავადებას, თუ არ ჩავერევით დროულად და დაავადების კონტროლს არ დავიწყებთ ადრეულ ეტაპზე, პაციენტები იქნებიან ღვიძლის ციროზისა და/ან ღვიძლის კიბოს რისკის ქვეშ. ისმის კითხვა: როგორ უნდა ვმართოთ დაავადება? მედიკამენტების საშუალებით. არსებობს მედიკამენტები აბების სახით, რომლებიც აქტიური B ჰეპატიტის მქონე პაციენტებს ენიშნებათ, რათა დაავადება გაკონტროლდეს და გახდეს არააქტიური. წამალი თუ ინიშნება - ინიშნება მთელი ცხოვრება, რადგან მათი მოხსნის შემდგომ, შეიძლება B ვირუსი ისე გააქტიურდეს, რომ მძიმე შედეგი მივიღოთ. წლების წინ B ჰეპატიტს ცოტა სხვა ტიპის სქემით მკურნალობდნენ (მაგ.: მედიკამენტი ინტერფერონი გამოიყენებოდა უფრო ხშირად, პერორალური აბებიც იყო უფრო სუსტი მოქმედების), მაგრამ 2000-იანების მეორე ნახევრიდან ბაზარზე გაჩნდა ბოლო თაობის ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც დღეს ამ დაავადების მართვის ქვაკუთხედია. ეს მედიკამენტებია ტენოფოვირი და ენტეკავირი. ისინი აკონტროლებენ აქტიურ დაავადებას, აქვთ მიზერული გვერდითი მოვლენები, დადებითი ეფექტები აქვთ პრაქტიკულად ერთნაირი და ფინანსურადაც ხელმისაწვდომია. სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო, ჩვენს ქვეყანაში ხშირად გამოიყენება ტენოფოვირი და არა - ენტეკავირი“, - განმარტავს ჯაბა ზარქუა.

 

 

ექიმი აცხადებს, რომ ტენოფოვირი ორიგინალის სახით, სახელწოდებით „ვირეადი“, ფინანსურად ხელმისაწვდომი იყო. მედიკამენტების ღირებულება მისი თქმით, 130-140 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ზარქუა ამბობს, რომ საქართველოში იყიდებოდა წამლის თურქული პატენტიც სახელად „ფოვირალი“. ჰეპატოლოგი გვიყვება, რომ საქართველოში ორიგინალი მედიკამენტის ფასი იმდენად მისაღები იყო, რომ პატენტით პრაქტიკულად არავინ მკურნალობდა. ზარქუა იხსენებს რომ ბაზარზე წამლის დეფიციტი ჯერ კიდევ აგვისტოში შეამჩნიეს პაციენტებმა:

 

 

 

„პრობლემა აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყო, როცა წამლის დაგვიანების პირველი ნიშნები გამოჩნდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ორიგინალი პრეპარატის შემომტანი მხოლოდ ერთი აფთიაქი იყო, მისი პატენტები კი სხვა აფთიაქებში იყიდებოდა ადგილზე. როდესაც ორიგინალი მედიკამენტის დეფიციტი შეიქმნა, პაციენტები გადავიდნენ მის პატენტზე, თუმცა მალევე ისიც დეფიციტური გახდა და პაციენტები იძულებულები გახდნენ აღნიშნული მედიკამენტები გამოეწერათ. ცოტა ხანში კი ესეც პრობლემური შეიქმნა. ამ რთულ სიტუაციაში კარგი ამბავი ის შეიძლება იყოს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აფთიაქებში განახლდა მედიკამენტების გამოწერის შესაძლებლობა, თუმცა ადგილზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდულია - ორიგინალისაც და პატენტისაც“,- აცხადებს ექიმი.

 

 

ექიმისთვის გაუგებარია თუ რატომ შეიქმნა პრობლემა. მისი თქმით, ტენოფოვირი ლოგიკურად არ უნდა იყოს ის წამალი, რომელზეც საქართველოში ბიზნეს სუბიექტებს შორის ომი უნდა დაწყებულიყო, რადგან ამ მედიკამენტს საკმაოდ ვიწრო და სპეციფიური გამოყენება აქვს. ჯაბა ზარქუას განცხადებით, შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება, რადგან მიაჩნია, რომ უალტერნატივო მედიკამენტებზე ქვეყანაში დეფიციტი არ უნდა იქმნებოდეს.

 


 

„პაციენტებთან, რომელთაც შეუწყდებათ ამ წამალის მიწოდება, მომიწევს განვიხილო და დავუბრუნდე, 90-იანი წლების მეორე ნახევარში რეგისტრირებულ მედიკამენტს, რომელიც მსოფლიოში ფართოდ აღარ გამოიყენება. არ არსებობს კვლევა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა უფრო კარგი მედიკამენტიდან უფრო ცუდზე გადასვლის შემთხვევაში როგორ იქცევა ვირუსი, რადგან ასეთი ქცევა მასობრივად არავის დასჭირვებია ინდივიდუალური შემთხვევების გარდა. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ასეთ დროს შეიძლება ვირუსი ვერ გაკონტროლდეს. მეორე უფრო ცუდი ვარიანტი ის იქნება, რომ ზოგიერთი პაციენტი ზოგადად წამლის მიღებას შეწყვეტს თუ არც ერთი საშუალება ხელმისაწვდომი არ იქნა. ამ დროს დაავადებამ შეიძლება პაციენტების ნაწილში ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემა გამოიწვიოს, რაც სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება გახდეს და ფატალურადაც დასრულდეს. თუ ეს ასე მოხდება, ცალსახად შეფასდება ჩემს მიერ როგორც ადამიანის სიკვდილი ლოჯისტიკური პრობლემების გამო, რომლის თავიდან არიდებაც შეიძლებოდა. იმედია აპოკალიფსური სცენარით არ წავალთ, პრობლემას მეტი ყურადღება მიექცევა დაუყოვნებლივ და გამოსწორდება“, - განაცხადა ჯაბა ზარქუამ.

 

„კომერსანტი“ 6 სააფთიაქო ქსელს დაუკავშირდა: „პსპ“ - ს, „ავერს“ -ს, „ფარმადეპო“-ს, „ჯპს“-ის, „იმპექს“-ს და „ფარმაგიდ“-ს. B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი არც ერთ სააფთიაქო ქსელში არ არის. მხოლოდ „პსპ“ - ს და „ავერს“ -ის, ქსელში განაცხადეს, რომ ექიმის გამოწერილი ფორმა 100-ით შეუძლიათ წამლის ჩამოტანა.

 

მედიაჰოლდინგ დაინტერესდა რატომ გაქრა ბაზრიდან B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები? ფარმაცევტული ბაზრის უმსხვილესი კომპანიების პასუხები შემდეგია:

 

„ვირეადი არ არის მასობრივი გაყიდვის პრეპარატი, შემოგვაქვს მხოლოდ ფორმა 100 -ით იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ექიმი უნიშნავს. ფოვირალი საბაჟოზეა გაჩერებული რეგისტრაციის პრობლემის შეფერხების გამო, ჩამოტანილია. შეიქმნა ხელახალი რეგისტრაციის პრობლემა  და როგორც კი გაირკვევა ქსელში ჩაეშვება. რეგისტრაციის პრობლემას ჩვენ ვერ დავარეგულირებთ, მწარმოებელმა რეგისტრაციის პროცედურები უნდა ჩაატაროს სსიპ წამლის სააგენტოსთან, ჩვენ ამ თემაზე ზეწოლას ვერ მოვახდენთ“, - განმარტავენ პსპ-ში.

 

ვირეადი საქართველოში რეგისტრირებული არ არის და ვერ გაიყიდება. შემოგვაქვს ფორმა 100-ით მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. ფოვირალი წლებია აღარ შემოდის“, - აცხადებენ გეფაში (ჯპს და ფარმადეპო).

 

„ვირეადი და ფოვირალი არასდროს შემოგვიტანია, შესაბამისად ჩვენ ქსელში არც იყიდებოდა“, - განაცხადეს ავერსში.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ „იმპექს“-სგან.

 

ფარმაცევტული კომპანიებისგან განსხვავებით, კომერსანტის კითხვებს, რატომ დადგა პრობლემა დღის წესრიგში და ვის ეკისრება პასუხიმგებლობა შექმნილ ვითარებაზე არ უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროშიც. ტიკარაძის უწყებისგან ვერც ის გავიგეთ, სამინისტრო გეგმავს თუ არა კომპანიებთან მოლაპარაკებებს, რათა ქვეყანაში მედიკამენტი უახლოეს დღეებში შემოიტანონ. ჩვენს კითხვებზე პასუხები ვერც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში მივიღეთ, უწყებაში გვითხრეს, რომ:

 

„თქვენ მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხის გაცემა, მოითხოვს დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-40 მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას გადმოგცემთ 10 დღის ვადაში“, - მოგვწერეს სააგენტოდან.

 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებს არ აქვთ ვალდებულება მედიკამენტი ბაზარზე შემოიტანონ. მისი განმარტებით, როდესაც წამალთან დაკავშირებით, რომელიც პაციენტს აუცილებლად სჭირდება და ის ქვეყანაში არ არის, აქტიურობა პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს. მარგველაშვილი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება.

 

„არანაირი წერილობით შეთანხმება, გარანტია, მოთხოვნა ან რაიმე მსგავსი, რომ პრეპარატი ქვეყანაში უნდა იყოს არ არსებობს.თუ ხელშეკრულება წამლის მოწოდებაზე არ არის გაფორმებული, ერთადერთი კომპეტენტური მხარე და პასუხისმგებელი ადამიანის ჯანმრთელობაზე რჩება ჯანდაცვის სამინისტრო. კონსტიტუციურად გაწერილია, რომ საქართველოს მთავრობა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ამიტომ,როდესაც სახელმწიფო ხედავს, რომ მედიკამენტი ბაზრიდან ქრება,ამან კი შეიძლება მოსახლეობას ზიანი მიაყენოს, ბუნებრივია მან ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას. მერე რა, რომ კომპანიამ არ მიაწოდა? წამლის შემოტანის ალტერნატიული გზები უნდა მოიძიონ, თუნდაც იმპორტიორებთან ერთად, თუმცა ინიციატორი ბუნებრივია სახელმწიფო უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

 

ჯანდაცვის სპეციალისტი და სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ  ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტი მედიკამენტის გარეშე რჩება. მისი განმარტებით ძალიან ბევრი ისეთი დაავადება, რომლის მკურნალობაც სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული და იმის გამო რომ ვიღაცამ წამალი ვერ შემოიტანა  ადამიანები მკურნალობას არ უნდა წყვეტდნენ. ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ პრობლემა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო ურთიერთობით უნდა მოგვარდეს.

 

„B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე პირდაპირ არის სახელმწიფო. თუმცა იგივე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამაშიც ხშირია, ხოლმე წამლების დეფიციტი. შეიძლება ითქვას, რომ ფარმაცევტული სფერო ძალიან მიშვებულია. აქ სახელმწიფოს როლი უნდა შემოიფარგლოს საკოორდინაციო საკითხებით, იგივე ფარმაცევტულ სექტორთან, რათა ბაზარზს გარკვეული წამლები უწყვეტად მიეწოდებოდეს. თუ არის რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები, ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა და არ უნდა იქმნებოდეს ბიუროკრატიული პრობლემები, არა მარტო ამ წამლებთან, ბევრ სხვა მედიკამენტთან მიმართებაში “, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


აღსანიშნავია, რომ უცხოურ მედიაში, არაერთ სტატიას შეხვდებით ტენოფოვირის და ვირუსული ჰეპატიტის 6 სხვა მედიკამენტის წარმოებაზე, ლოქდაუნის გამო  დისტრიბუციის შეფერხებაზე  . თუმცა ჯერ კიდევ ივნისში UNAID ის გაფრთხილება გავრცელდა, რომ ქვეყნებმა სწრაფად უნდა მიიღონ ზომები, რათა მკურნალობის ქვეშ მყოფმა ყველა პაციენტმა დეფიციტის გამო მკურნალობა არ შეწყვიტოს. ორგანიზაციამ განცხადება 8 ინდური მწარმოებლის ანალიზზე დაყრდნობით გაავრცელა, სწორედ მათზე მოდის  ბაზრის 80 პროცენტი ამ  მედიკამენტებზე.​


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up