ადვოკატის განცხადებით, წუხელ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა

ადვოკატის განცხადებით, წუხელ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა

access_time2022-05-25 17:40:44

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად პრობლემა აღმოიფხვრა.

 

როგორც ადვოკატმა კლინიკა “ვივამედში”სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო საერთო სისუსტით გამოწვეული გონების დაკარგვის მომენტი.

 

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე და მასთან საუბრისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მან, გუშინ, გვიან ღამით გონი დაკარგა, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ იმისთვის, რომ მყისიერად აღმოჩენილ იქნა სამედიცინო დახმარება. წარმოდგენა არ გვინდა თუ რა შეიძლება მომხდარიყო, თუკი ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნებოდა. ახლა მიხეილ სააკაშვილი ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის სერიოზული პრობლემები, რაც მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს არსად არ გამქრალა. იგივე მდგომარეობაშია, უბრალოდ გონების დაკარგვის შემდეგ მისი გონზე მოყვანა მოხერხდა და არის ისე, როგორც ადრე”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

მისივე განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან მათ ისაუბრეს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ექსპერტები ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ დაშვებულნი იქნებიან მიხეილ სააკაშვილთან.

 


საძაგლიშვილის თქმით, არ აქვს ინფორმაცია როდის იქნება მიწოდებული სასამართლო განჩინება პენიტენციური სამსახურისთვის.

 

„პროცესის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით სასამართლოს, თუმცა ძალიან ცოტა დრო იყო გასული სასამართლო გადაწყვეტილებიდან, ჯერჯერობით არ არსებობდა წერილობითი ფორმა. მალე მოგვარდება ეს პროცედურა”, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატებმა შესაბამისი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენეს.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო ცენტრ “ვივამედში” მე-14 დღეა იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი “ვივამედში” მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც იუსტიციის სამინისტრომ, ყოფილ პრეზიდენტს გამოკვლევების და შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად კლინიკა “ვივამედში” გადაყვანა შესთავაზა.



Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up