„ფლანგვის დეტექტორი“ მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა აპარატმა სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში“ 2 დღეში 19 000 დახარჯა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მინისტრის აპარატმა გამართა დისკუსია თემაზე „რეგიონში მიმდინარე მოვლენების გავლენა სამშვიდობო პოლიტიკაზე და არსებული გამოწვევები და პერსპექტივები”. დისკუსია 25-26 ნოემბერს გაიმართა და მას 25 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ქვეპროგრამის „სამშვიდობო რესურსი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა” დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება და 2022 წელს 150 ათასს ლარს მიაღწია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი კანონპროექტით, 2023 წლიდან დაბადებული დევნილები სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებენ, ნათქვამია „ფლანგვის დეტექტორის“ კვლევაში.