აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 500-მდე დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 500-მდე დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

access_time2022-12-26 23:00:43

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 500-მდე დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, წინასაახალწლოდ, განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში, წყალტუბოში, და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში – ზუგდიდში, ინგირში, კახათში და ფოცხო-ეწერში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

 

 

დევნილებს პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს;

 

 

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაიმართა მსჯელობა ცალკეული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.

 


 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი და აპარატის თანამშრომელი ზრუნავს იმისათვის, რათა რთულ ვითარებაში მყოფ დევნილ ოჯახებს შეუმსუბუქდეთ არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, დროულად უნდა მოხდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო მოთხოვნათა დაკმაყოფილება, მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესში მათი ჩართულობა.

 

 

ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოხატული მინიმალური ყურადღება შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისადმი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ეს მათ მიმართ გამოხატული ზრუნვაა, რასაც აბსოლუტური უმეტესობა მადლიერებით აღნიშნავს.

 

 

უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანოს თავმჯდომარემ გიგა ციბაძემ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა, სამეგრელო – ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბასარიამ, მოადგილემ თემურ ბოკუჩავამ.

 

 

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის, „სოციალური სოლიდარობისათვის“, მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

timer





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up