აფხაზეთში დიმიტრი მედვედევის სახელობის ხეივნი გაიხსნება. როგორც რუსული მედია წერს, 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მადლიერების ნიშნად, აფხაზეთში დიმიტრი მედვედევის სახელობის ხეივნის გაშენება იგეგმება.
“საჭიროდ მიგვაჩნია სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას და აფხაზეთის ისტორიაში მედვედევის სახელი უკვდავყოთ. შესაბამისად, მოიაზრება ხეივნის გაშენება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქში”, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრმა მილანა ბჟანიამ.
რუსეთის ფედერაციამ მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.