აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - ევროკავშირი აღიარებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - ევროკავშირი აღიარებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან

access_time2021-12-16 18:00:00

მივესალმებით საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეების სრულ ამოქმედებას, – ამის შესახებ აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში.



„დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან და ითვალისწინებს მათ შორის გაზრდილ კოორდინაციას საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცეების იმპლემენტაციასთან. ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობასთან. ამ კონტექსტში, აქამდე მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით, ასოცირებასთან დაკავშირებული რეფორმების ერთობლივი დისკუსიების ფარგლებში, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცეების შეთანხმებების სრული იმპლემენტაციის გამარტივების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირი და ყველა დაინტერესებული პარტნიორი შეისწავლის გაძლიერებული სექტორული თანამშრომლობის ვარიანტებს, მათ შორის, მწვანე და ციფრულ სფეროებზე ორმაგ გადასვლას, კავშირის შესაძლებლობას, ენერგოუსაფრთხოებას, მართლმსაჯულებას და საშინაო საქმეებს, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და ჯანდაცვას.



ამავდროულად, ევროკავშირი განაგრძობს ინკლუზიურობის პრინციპის მნიშვნელობაზე ხაზგასმას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერსებული პარტნიორისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას შესაძლებლობებსა და რესურსებზე“,- აღნიშნულია დეკლარაციაში.



ამასთან, ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის Horizon Europe-სთან ასოცირებას.




„ჩვენ თანაბრად გავამახვილებთ ყურადღებას ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაზე ვაჭრობის და ეკონომიკური ინტეგრაციის, ინვესტიციებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, გაძლიერებული სატრანსპორტო კავშირისა და ადამიანებში ინვესტირების ხელშეწყობის გზით. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის Horizon Europe-სთან ასოცირებას. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის დასრულებას, რამაც ხელი შეუწყო გაზის წყაროებისა და ევროკავშირისთვის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას“,- აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში.



ევროკავშირი სოლიდარულია „კოვიდ-19-“ის პანდემიის წინაშე, რომელიც უპრეცედენტო გამოწვევა ჯანდაცვის სისტემებისთვის, ეკონომიკებისა და საზოგადოებებისთვის. ევროპის გუნდის სწრაფი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში, 2020 წლიდან 2.5 მილიარდ ევროზე მეტია მობილიზებული და ევროკავშირი და მისი წევრები, ქვეყნებს პანდემიასთან გამკლავებაში ეხმარებიან. აქვე აღნიშნულია, რომ კოვაქსის პლატფორმისა და ევროკავშირის გაზიარების მექანიზმის საშუალებით, პარტნიორი ქვეყნებისთვის 13 მილიონ დოზა ვაქცინაზე მეტი დონაციით გაიცა.



„ჩვენ მივესალმებით „კოვიდ-19“-ის ციფრული სერთიფიკატების ურთიერთაღიარებას სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში და სულ მალე აზერბაიჯანში, რაც უფრო უსაფრთხოსა და მარტივს გახდის მოგზაურობას ევროკავშირსა და ევროკავშირიდან“,- აღნიშნულია დეკლარაციაში.



ამასთან, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ განათლების რეფორმა სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის იმპლემენტაციის მხარდაჭერა გაგრძელდება.



„ადამიანებში ინვესტირება გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება 70 000 ინდივიდუალური მობილობის შესაძლებლობით სტუდენტებისა და პერსონალისთვის, მკვლევარებისთვის, ახალგაზრდებითვის. განათლების რეფორმა სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. განათლების ყველა დონეზე მოდერნიზაციისა და ინოვაციისთვის ძალისხმევა გაგრძელდება. ეს მოიცავს სტრუქტურულ თანამშრომლობას ევროკავშირსა და პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებთან, პროფესიული განათლებისა და სწავლების ინსტიტუტებთან. ასევე ახალგაზრდულ ორგანიზაციებითან, ისევე როგორც ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, დასაქმება, მეწარმეობა და უნარები. გაგრძელდება საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის იმპლემენტაციის მხარდაჭერა, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერა. ინვესტირება კვლევასა და ინოვაციებში“,- ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში.



1tv.ge

თეგები:
დეკლარაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up