„აი ფაქტმა“ ყოფილი პარლამენტარის ოჯახის გამდიდრების სქემა გამოაქვეყნა

„აი ფაქტმა“ ყოფილი პარლამენტარის ოჯახის გამდიდრების სქემა გამოაქვეყნა

access_time2023-01-17 15:00:49

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ყოფილი პარლამენტარის გუგული მაღრაძის სიძის ბიზნეს საქმიანობის შესახებ. „აი ფაქტი“ წერს, რომ ყოფილი პარლამენტარის გუგული მაღრაძის ოჯახზე მისი პარლამენტარობა დადებითად აისახა. მისმა სიძემ ჯერ თბილისის მერიაში დაიწყო უკონკურსოდ მუშაობა, შემდეგ კი ისეთი ბიზნესი წამოიწყო, რომელსაც მთავრობა ყველანაირი სახელმწიფო რესურსით ეხმარებოდა. როგორც „აი ფაქტი“ წერს, გუგული მაღრაძე სიძესა და ქალიშვილთან ცხოვრობს.

 

 

ყოფილი პარლამენტარის სიძე, ირაკლი ღურჭუმელია ჩაის კომპანია „მანნას” თანადამფუძნებელი და დირექტორია. კომპანიამ ჩაის წარმოება 2017 წლის შემოდგომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო: მიიღო 348,000-ლარიანი გრანტი და 436,000-ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტი.

 

 

კომპანიას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარა, რომ პროდუქტი უცხოური ბაზრებისთვის გაეცნო. წარმოების დაწყებისთანავე „მანნა“ საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებზე მოხვდა. 2020 წელს „მანნა“ საქართველოდან ჩაის ექსპორტიორთა ათეულში იყო“.

 


 

პორტალი წერს, რომ სახელმწიფო რესურსების გარდა, „მანნამ” ბრენდის ჩამოყალიბება-განვითარებისა და მარკეტინგული პროცესების მართვისთვის usaid/reap ფინანსური დახმარებაც მიიღო. 2020 წელს კომპანიის 49%-ის მფლობელი გახდა ახალი ფონდი – „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ ფონდმა „მანნას“ განვითარებაში 600,000 დოლარი დააბანდა. ოფიციალური განცხადებების თანახმად, „გაზელ ფაინანსი“ საქართველოში საპარტნიორო ფონდმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის შემოიყვანა. არადა, საპარტნიორო ფონდი, რამდენიმე შუამავალი კომპანიის გავლით, „გაზელ ფაინანს ჯორჯიას“ 29.11%-ს ფლობს.

 

 

„იმ ფონზე, როცა „მანნას” მთავრობისგან არაერთი დახმარება თუ ფინანსური ინვესტიცია ერგო, ყოფილმა პარლამენტარმა და “ქართული ოცნების” წევრმა, გუგული მაღრაძემ არ ჩათვალა საჭიროდ, 10 შევსებული დეკლარაციიდან რომელიმეში მაინც მიეთითებინა, რომ სიძესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს“, - წერს „აი ფაქტი“.

 

 

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ღურჭუმელიას ბიზნეს პარტნიორ დევი დუნდუას „ქართული ოცნებისთვის“ 120,000 ლარი აქვს შეწირული, თავად გუგული მაღრაძეს - 50 ათასი ლარი.

 

 

 


თეგები:
აი ფაქტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up