აკაკი მინაშვილი - მთავარი სანერვიულო და საზრუნავი ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, რის გამოც ვწყვეტთ შიმშილობას

აკაკი მინაშვილი - მთავარი სანერვიულო და საზრუნავი ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, რის გამოც ვწყვეტთ შიმშილობას

access_time2021-11-19 22:29:31

პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მიხეილ სააკაშვილის თანხმობა გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.


„ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად განაცხადა, რომ ის თანახმაა, გადავიდეს გორის ჰოსპიტალში და წყვეტს შიმშილობას. აქედან გამომდინარე, ის მთავარი სანერვიულო და საზრუნავი საკითხი, რომელიც ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს, რაზეც ძალიან ვნერვიულობდით, რადგან ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ. ასე რომ, ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას.


პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება, რაც მოიტანა იმ პრინციპულობამ, შეუპოვრობამ, შემართებამ, რაც მთელმა საზოგადოებამ, მთელმა საქართველომ გამოიჩინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში, ყველაზე დიდი წვლილი ამ წარმატებაში აქვს მიხეილ საკააშვილს, თავისი გამბედაობის და ბრძოლის მაგალითით. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც არის საქართველს სახე ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს მასშტაბით შიმშილობდნენ და გამოხატავდნენ სოლიდარობას პრეზიდენტის მიმართ. მადლობა ექიმებს, მედიკოსებს, ვინც მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებისა, დაშინების და ზეწოლის მცდელობებისა, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასეს ვითარება. მიუხედავად წარმატებისა, ეს არ არის ბრძოლის დასასრული. ჩვენ გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ვიტყოდი, მთავარ და გადამწყვეტ ეტაპზე, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ცვლილებები, რეფორმები და ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად იცხოვრონ საქართველოში. ეს არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ამისთვის ბრძოლა გრძელდება. სააკაშვილისთვისაც პრიორიტეტი არის, ქვეყანაში განხორციელდეს ცვლილებები. მისთვის მთავარი არ არის, რომელ საპყრობილეში იქნება. ყველა ჩვენგანის მთავარი მიზანი არის, პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება არაძალადობრივი მეთოდებით, მაგრამ ძალიან მწვავე საპროტესტო მეთოდებით. ჩვენ ვართ გზაგასაყარზე და რამდენიმე თვეში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა მიმართულებით წავა ჩვენი ქვეყანა, წავა დასავლური მიმართულებით, თუ დარჩება რუსული გავლენის ქვეშ. ამიტომ თითოეული ადამიანის აქტიურობა, ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.



აქვე უნდა აღვნიშნო სახალხო დამცველის ძალიან დიდი როლი, ვიტყოდი გადამწყვეტი როლი ადამიანების უფლებების დაცვაში, ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც დარჩა მიუკერძოებელი და ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ლომჯარიას. არ დავმალავ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ნიჰილიზმი, უიმედობა, ახლა ამისი დრო არ არის. ამ წარმატების შემდეგ ჩვენ მეტი შემართებით, მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ ბრძოლას და მივაღწიოთ წარმატებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის და განვითარებისთვის“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.


შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარიას გარდა, პარლამენტში კიდევ რვა დეპუტატი შიმშილობდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობის შემდეგ, ყველა მათგანმა შიმშილობა შეწყვიტა.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up