ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. აგენტების კანონების მიღება უკვე არის ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო პოლიტიკურ რუკაზე, როგორ რუსეთის ერთ-ერთი კოლონია, სადაც ტურიზმზე და ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი აღარ იქნება.
„ამ კანონის მიღება უკვე არის ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო პოლიტიკურ რუკაზე, როგორ რუსეთის ერთ-ერთ კოლონია და როგორც საბჭოთა ქვეყანა. ეს ავტომატურად გამოიწვევს ბევრ უკუპროცესს როგორც ეკონომიკაში, პირველ რიგში, ასევე სიტყვის თავისუფლებისა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით. ამიტომ, ვიქნებით რუსეთის ერთ-ერთი კოლონია, სადაც ტურიზმზე და ტურიზმის განვითარებაზეა საუბარია აღარ იქნება,“ - განაცხადა მაია სიდამონიძემ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში პროცესების განვითარება მიდის ისე, რომ დამოკიდებული გავხდეთ რუსულ ბაზარზე და არანაირ ბაზრის დივერსიფიცირებაზე საუბარი აღარაა. როცა ასეთ კანონპროექტზეა საუბარი, აბსოლუტური ყველა ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა გვაქცევს ზურგს და ევროპელი ტურისტები რუსეთის კოლონიაში არ ივლიან.
„დღეს გაიხსნა ITB Berlin, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანაა და წესით უნდა მოხდეს საქართველოს ევროპულ ბაზარზე სერიოზული და მასშტაბური წარდგენა. მეორე მხრივ - ქვეყანაში ხდება ეს პროცესები, რაც აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგოა.
როცა ასეთ კანონპროექტზეა საუბარი, აბსოლუტურად ყველა ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა გვაქცევს ზურგს. არავინ არ იქნება ორიენტირებული აქ თავის მოქალაქე გამოუშვას. რომელ რუსეთის კოლონიაში დადის ევროპელი ტურისტი? ვინც დადის, აქაც ისინი დადიან და ისინი უკვე საცხოვრებლად გადმოდიან საქართველოში და მე მათ ტურისტებს ვერც ვუწოდებ. ეს ჩვეულებრივი საემიგრაციო პროცესია, მათი არანაირი აღრიცხვა არ ხდება და სავიზო რეჟიმი არც კი განიხილება“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.