ამ ქვეყანას მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს - ნიკა მელია

ამ ქვეყანას მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს - ნიკა მელია

access_time2021-10-30 13:10:23

"ამ ქვეყანას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით, ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის და სხვების ხელით," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, დღეს არის ისტორიული შანსი, დასრულდეს ისტორიული უსამართლობა და გადარჩეს ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე.

„გადაჭარბების გარეშე, მე ძალიან მოხარული ვარ, განსაკუთრებით უკანასკნელი კვირების მანძილზე, ჩვენ არ ავყევით ხელისუფლების და მის მიერ კონტროლირებადი მედიის პროვოკაციებს, არ ავყევით დაპირისპირებას, შუღლის გაღვივების მცდელობას იმიტომ, რომ თავიდანვე ნათელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კოალიციური მმართველობის არსებობა გახდა რეალური, რომ ეს არის "ქართული ოცნების" თამაში. "ქართული ოცნება" ჩემზე კარგად აცნობიერებს, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ. არ შეიძლება ხელისუფალს ჰქონდეს მხარდაჭერა და ყოველდღიურად იარაღს, ნარკოტიკს უდებდეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. თუ ძლიერი პოზიციიდან არიან წარმოდგენილნი, რატომ აკეთებენ ამას? რატომ აშრიალებენ ფულს, რატომ ძალადობენ? ერთ- ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბევრი ადამიანი თავის არჩევანს შეაჩერებს კოალიციის სასარგებლოდ, არის შემდეგი - მოვწონვართ ჩვენ ბევრს თუ არ მოვწონვართ, ამ ქვეყანას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს, განსაკუთრებით, ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის, შალვა რამიშვილის და სხვების ხელით. ამიტომ მე ვფიქრობ, დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, ყველაფერთან ერთად, დავასრულოთ და ავლაგმოთ ისტორიული უსამართლობა, გადავარჩინოთ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე და ეს ასეც იქნება. ამაში რამდენიმე საათში ყველა ერთად დავრწმუნდებით, რომ ისტორია დღეს დაიწერება და ამით დიდწილად დასრულდება პოლიტიკური დევნა და საზოგადოების, სამოქალაქო დახლეჩის ეპოქა.

ახლა ყველანი კიდევ უფრო მეტნი უნდა მოვიდეთ საარჩევნო უბნებზე და ყველანაირი მანიპულაცია, რომელსაც ეწევა ხელისუფლება და დიახ, ამის გარეშე ისინი ვერ აკეთებენ - დიახ, ისინი ხმებს კი არ იღებენ, ხმებს აკეთებენ, ესეც უნიკალური მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში და მაღალი აქტივობა არის გარანტი, რომ არანაირი ეფექტი, ხელისუფლების მხრიდან გაყალბების რა მასშტაბიც უნდა იყოს, არ ექნება", - განაცხადა მელიამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up