ამ შანსის გამოუყენებლობა ჩვენი თაობის უდიდესი დანაშაული იქნება ჩვენი შვილების წინაშე – ნიკა გილაური

ამ შანსის გამოუყენებლობა ჩვენი თაობის უდიდესი დანაშაული იქნება ჩვენი შვილების წინაშე – ნიკა გილაური

access_time2022-03-03 11:38:35

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისა და რეგიონში გეოპოლიტიკური რყევების ფონზე საქართველოს ევროინტეგრაციის შანსზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


"საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი 90-იან წლების ბოლოს, 2000-იანების დასაწყისში მოხდა, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლისთვის ვიბრძოლეთ, ერთ-ერთ წინა ხაზზე ვიყავით ამ ბრძოლაში, თავისუფლებაც ერთ-ერთმა პირველებმა მოვიპოვეთ, მაგრამ ევროპასთან შეერთების, ნატო-ს გაფართოების ფანჯარა რომ გაიხსნა, მაშინ ეს მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მას მერე ათწლეულები გავიდა და ბევრჯერ ჩვენ თვითონ გვიღიარებია ეს შეცდომა, ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს იყო იმ თაობის ყველაზე დიდი შეცდომა - ბალტიისპირეთმა მოახერხა და „გაძვრა“, ჩვენ კი ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩავრჩით.

 

მთელი უბედურება იმაშია, რომ - როგორც ისტორია გვაჩვენებს - ასეთი შანსები, გლობალური გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რეგიონში მცირე ქვეყნებს მხოლოდ 20-30 წელიწადში ერთხელ ეძლევათ. ჩვენი თაობისთვის (და შემდეგი თაობებისაც), ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა ახლაა: უკრაინის გმირობის და თავგანწირვის ფონზე კიდევ ერთხელ იხსნება ევროპის კარი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის (უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ვგულისხმობ). ამ შანსის გამოუყენებლობა ჩვენი თაობის უდიდესი დანაშაული იქნება ჩვენი შვილების წინაშე.

 


დღეს წყდება ჩვენ და ჩვენი შვილები ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, გამდიდრებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, დემოკრატიულ და ახალი შესაძლებლობების ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენი შვილები შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას, განათლების მიღებას განვითარებულ სამყაროში, საინტერესო და წარმატებული ცხოვრებით ცხოვრებას, თუ ისევ ისე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში იცხოვრებენ, რუსეთის გუბერნიის პერსპექტივით, სადაც მოსკოვში გადაწყდება მათი ბედი.

 

ამ შანსის გაშვების შემთხვევაში 20–30 წლის შემდეგ აუცილებლად ვეტყვით ერთმანეთს - „მაშინ უკრაინა და მოლდოვაც კი როგორ გაძვრნენ და ჩვენ როგორ ვერ ავუღეთ ალღო იმ სიტუაციას? როგორ ვერ შევაფასეთ რა ხდებოდა? როგორ გვაჯობა ისევ რუსეთმა?“ ჩვენი შვილები კი აუცილებლად გაგვამტყუნებენ და დაგვაბრალებენ, რომ იმ მომენტში კონფორმიზმი ვარჩიეთ ბრძოლას, თავის დახრა და გაჩუმება ვარჩიეთ თავისუფლებას და მართლებიც იქნებიან.

 

მე დიდი ხანია არანაირი პოსტი არ დამიწერია და არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა გაჩუმება და არაფრის თქმა უბრალოდ დანაშაული იქნება ჩემი შვილების წინაშე. ეს ის მომენტია, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე ერთად უნდა დადგეს და გააგონოს ხმა მთელ მსოფლიოს. ეს ის მომენტია, როდესაც მნიშვნელობა არ აქვს არც პოლიტიკურ ხედვას, არც მემარჯვენეობა-მემარცხენეობას და არც ვინ როგორ ინტერპრეტირებას უკეთებს წარსულს.

 

საქართველოს ისტორიული შანსი - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ახლა უდგება, რუსული აგრესიის, უკრაინელი ხალხის გმირობის და ევროპის გამოღვიძების ფონზე. ამის ფონზე უკან დახევა და ბოლომდე არ გატანა დანაშაულია. როგორც რაგბისტები შესძახებენ ხოლმე - „მიაწვაააააა!!!“, - წერს ყოფილი პრემიერ–მინისტრი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up