„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც ის ამბობს, ამ თემაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მხოლოდ ტექნიკური ნაწილი არის დარჩენილი.
„პროცედურებთან დაკავშირებით არის ცარიელი სპეკულაციები, რაც უკვე განმარტა მამუკა მდინარაძის მხრიდან. ნებისმიერი კანონპროექტი, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია, დააინიციირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით. პროცედურა აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, ეს გადაწყვეტილება არის გაჟღერებული და აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, იმისათვის, რომ ძალადობრივი მუხტი შექმნას დღეს, რაც იყო, სამწუხაროდ, გუშინ და გუშინწინ, ის არის თანაზიარი იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ამას შეიძლება უკავშირდებდეს. მოვუწოდებ პოლიტიკანებს, თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი, - განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.