ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ჯოზეფ ბორელი ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს Twitter-ზე გამოეხმაურა. ის წერს, რომ მისთვის ამაღელვებელი იყო თბილისში გამართული აქციების ყურება.
„ქართველები გავიდნენ ქუჩებში მათი დემოკრატიული მისწრაფებებისა და ევროპული ღირებულებების გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი იყო ძლიერი და სანახავად ამაღელვებელი.
გადაწყვეტილება უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გამოხმობასთან დაკავშირებით არის კარგი ნიშანი, თუმცა, მას კონკრეტული იურიდიული ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს,”- წერს ჯოზეფ ბორელი.