ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში შესვლა და პირიქით, უვიზოდ შეუძლიათ. მხარეებს შორის შესაბამისი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.
საქართველოს და ლაოსს სურთ რა გაამარტივონ თავიანთი ქვეყნების მოქალაქეთა მოგზაურობა ორივე მხარის ტერიტორიაზე, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, შეთანხმდნენ შემდეგზე:
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, რომლებიც ძალაშია სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, იმყოფებოდნენ და დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია, არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
თითოეული მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების, რომელიც ძალაშია სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, მფლობელი მოქალაქეები, რომლებიც დანიშნულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისთვის საჭიროებენ ვიზას.
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, რომლებიც ძალაშია სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, აქვთ უფლება შევიდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტრანზიტით გაიარონ ან დატოვონ ეს ტერიტორია მგზავრთა საერთაშორისო გადაადგილებისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, რომლებიც ძალაშია სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ იქ მოქმედ კანონმდებლობას.
წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს არცერთი მხარის უფლებას, უარი უთხრას მის ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ არასასურველად.
ლაოსი ოფიციალური სახელწოდება ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დედაქალაქი ვიენტიანი.
ლაოსის ოფიციალური ტურისტული სლოგანი არის „უბრალოდ მშვენიერი“. მთავარ სანახაობას წარმოადგენს ბუსისტური ბუდისტური ტაძრები და კოლონიური არქიტექტურა ლუანგ პრაბაგში.
ლუანგ პრაბანგი და ვატ ფჰუ ორივე იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობად ითვლება. ლაოსში ძირითადი ფესტივალები აღინიშნება საახალწლოდ და გრძელდება 13-დან 15 აპრილამდე. ლაოსი ცნობილია თავისი აბრეშუმის და ადგილობრივი ბეწვის პროდუქციით, რომელიც გამოფენილია ლუანგ პრაბანგის ღამის ბაზარზე და სხვა ადგილებში. ასევე ლაოსში ჩასული ტურისტისთვის გასაოცარია იქ დამზადებული თუთის ჩაი.