„ამის ხელიდან გაშვება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის განუზომელი ზიანი იქნება“ -  თენგიზ ფხალაძე ევროკავშირის კითხვარზე

„ამის ხელიდან გაშვება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის განუზომელი ზიანი იქნება“ - თენგიზ ფხალაძე ევროკავშირის კითხვარზე

access_time2022-04-15 23:00:56

დღეს 15 აპრილს  საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის  კითხვარი  გამოაქვეყნა, რა  იქნება ის პრობლემური საკითხები, რომელზეც საქართველოს მთავრობას გაუჭირდება  პასუხის გაცემა, ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ ეთერში საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა და საქართველოს  ყოფილი  პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა. მისი თქმით ყველას ვალდებულებაა ის, რომ ევროკავშირს გაეგზავნოს რეალური და ობიექტური ინფორმაცია.

 

„აქ  არის კითხვების სამი ძირითადი ბლოკი, ეს არის პოლიტიკური კრიტერიუმები,  სახელმწიფო სისტემის მოწყობა და კონსტიტუცია თუ რამდენად  გამართულად მოქმედებენ და  მუშაობენ  სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენად  არის კოორდინაცია,  ფუნქციების გამიჯვნა  და  ა.შ. აქედან ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა მართლმსაჯულების  სისტემას, თავისი  საკონსტიტუციო  სასამართლოთი, მის  დამოუკიდებლობას  და  ა.შ. 

 

მეორე დიდი ბლოკი  კითხვებისა ეს არის  უფლებები და  თავისუფლებები ყველა  თავისი პრობლემატიკით, დაწყებული,  ბავშვთა  უფლებები, ქალთა უფლებები  უმცირესობების უფლებები, კერძო საკუთრება და ყველაფერი.

 

მესამე საკითხი არის  ეკონომიკური პარამეტრები, ქვეყნის  ეკონომიკური  შესაძლებლობები და ის ეკონომიკური რეფორმები რომლებიც  მას აახლოებს  ევროკავშირთან და მას ევროპული ბაზრისთვის კონკურენტუნარიანს ხდის“, -  აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ. 

 


თენგიზ ფხალაძის თქმით არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ საქართველო რომელიმე ბლოკში წელგამართულია, თუმცა მისივე თქმით ამის ილუზია და მოლოდინი არც არავის აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ კითხვარი არის რეალობის შეფასება იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს თუ სად არის ქვეყანა.

 

„აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, პირველ რიგში ეს არის კეთილგანწყობა,  რომელიც  არსებობს  ევროკავშირში საქართველოსთან, როგორც სამომავლო  კანდიდატთან დაკავშირებით,  ამას  სრული პასუხისმგებლობით  ვამბობ იმიტომ რომ ვიცი  შიდა  განწყობები და დამოკიდებულება არის უპირველეს ყოვლისა  მოტივირებული  იმ საერთაშორისო  პოლიტიკური  ვითარებით  შექმნილი,  რა მოცემულობაც  ომმა უკრაინაში შექმნა,  ამიტომ  თავისთავად ცხადია გათვალისწინებული იქნება  იმ პოლიტიკური სიგნალების აუცილებლობა, რომელიც რუსეთის წნეხის  ქვეშ მყოფ ქვეყნებს აქვთ. თავისთავად  ცხადია, რომ  დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა წავა  აქედან, როგორ  მოხდება  ამ  კითხვარის შევსება. არ მთავარი ის კი არ არის რომ  ჩვენ  დავფაროთ  პრობლემა,  არამედ მთავარია ვაჩვენოთ  ჩვენი მზადყოფნა  იმასთან დაკავშირებით,  რომ  არსებული  პრობლემების მოგვარებისთვის მზად ვართ შინაგანად.

 

დღეს ის მნიშვნელოვანი მომენტია,  რომელზეც  ყველა  ვოცნებობდით, შესაძლებლობების  ფანჯარა გაიღო და  კიდევ  ერთხელ  ვამბობ, რომ ეს  ყველაფერი დააჩქარა ომმა  და  ამის  ხელიდან  გაშვება  იქნება  განუზომელი  ზიანი  ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

 

თენგიზ ფხალაძე კითხვების რაოდენობასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ კითხვების რაოდენობა უპრეცედენტოდ ცოტაა და ეს  სულაც  არ ნიშნავს იმას რომ ისეთ სახელმწიფოდ აღვიქმებით რომელსაც ცოტა კითხვა უნდა დაუსვა, მისივე  თქმით შეიძლებოდა რომ კითხვები გაცილებით უფრო მწვავე ყოფილიყო, თუმცა ეს კეთილგანწყობიდან გამომდინარეობს.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up