ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა განახლებადი ენერგიის 202 პროექტი  - რომეო მიქაუტაძემ IRENA-ს ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები გააცნო

ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა განახლებადი ენერგიის 202 პროექტი - რომეო მიქაუტაძემ IRENA-ს ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები გააცნო

access_time2023-01-14 20:30:40

„საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რაც მის უპირატესობას წარმოადგენს. საქართველოს ენერგეტიკის სექტორი განვითარების აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალის ეფექტური გამოყენება ჰიდროს, ქარის, მზისა და სხვა ენერგოეფექტური მიმართულებებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეის რიგით მე-13 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის" ფარგლებში მიმდინარეობს.

 


რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მდგრადი განვითარება და მდგრად ენერგიაზე გადასვლა არის წინგადადგმული ნაბიჯი დაბალი ემისიის ეკონომიკისკენ. თუმცა, მისი თქმით, ენერგიის მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ განახლებადი ენერგიის გამოყენება - ეს არის ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და პოლიტიკის შემუშავების სინერგია, რომელიც მოითხოვს რესურსების ხელმისაწვდომობას, სათანადო ინვესტიციებს, ძლიერ პოლიტიკურ ნებასა და თანამშრომლობას სხვადასხვა მხარეებს შორის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში.

 


მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საქართველო ენერგიის მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით ზამთრის დეფიციტის დასაძლევად და იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ავითარებს დამატებით გენერაციას. მისი თქმით, ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა განახლებადი ენერგიის 202 პროექტი (153 ჰიდრო, 18 ქარი და 31 მზის ელექტროსადგური).

 


რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივაზე წყალბადის კომიტეტის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში წყალბადის ენერგიის განვითარების პერსპექტივებისა და წყალბადის პროექტების სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შეფასება; ეროვნული სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა; წყალბადის ენერგიის ეროვნული სტრატეგიის საგზაო რუქის შემუშავება; წყალბადის ენერგიის ხელშეწყობის დამატებითი ჩარჩოს განსაზღვრა და წყალბადის ენერგიის წარმოებისთვის განახლებადი ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის ხელშეწყობა. მისი თქმით, წყალბადის კომიტეტს ხელმძღვანელობს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.




„გენერაციის ზრდის პარალელურად, საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის გაუმჯობესებისა და ელექტროენერგიის გამომუშავებისა და ტრანზიტის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა 2022-2032 წლებისთვის. ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი სტაბილური, საიმედო, ეკონომიური და ეფექტური გადამცემი სისტემის უზრუნველსაყოფად განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, გადაცემის საკმარის სიმძლავრეს ქსელში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისათვის და გააადვილებს მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლას," - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

 


მან ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმაზე. „ჩვენი მიზანია გადავიდეთ ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურიდან ისეთ სტრუქტურაზე, სადაც გადაცემისა და განაწილების იურიდიული, ფინანსური და ოპერაციული ფუნქციები  გამიჯნული იქნება მომწოდებლების, მოვაჭრეებისა და გენერატორებისგან. ეს ნაბიჯი საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს კონკურენციას საბითუმო ბაზრების დონეზე, რომელიც ასევე ეფექტს ახდენს საცალო ბაზრებზე. კონკურენტული ბაზარი ხელს შეუწყობს ჩვენს მეზობლებთან საზღვართშორისი ვაჭრობის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას და სექტორის გახსნას კონკურენტუნარიანი ძალებისთვის, მათ შორის უცხოელი მონაწილეებისა და ინვესტორებისგან, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 


რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ამჟამად მომზადდა ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა (NECP), რომელიც განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის და 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისიის შემცირების მიზნებს განსაზღვრავს. 

 


„დარწმუნებული ვართ, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოში ხელს შეუწყობს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას და მომავალშიც უპასუხებს მდგრადი განვითარების მიზანს. იმედია, ჩვენი ძალისხმევა მიგვიყვანს სტრუქტურულ ცვლილებამდე, რომელიც საჭიროა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის შესასრულებლად და, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს მომავალ თაობებს," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up