საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუკი ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება, ისეთ ჭაობში შევალთ, რომელსაც არ უსურვებს არც საქართველოს და არც ქართულ ოცნებას. ამის შესახებ მარგველაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"არ მიჰყვება ქართველი ამომრჩეველი იმ იდეოლოგიურ პარანოიას, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ნაციონალური მოძრაობის შიშით. ქართველი ამომრჩეველი ირჩევს რაღაც ახალს და ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ შევდივართ ისეთ ჭაობში, რომელსაც არ ვუსურვებ მე, ბუნებრივია, პირველ რიგში საქართველოს, მაგრამ, ასევე, არ ვუსურვებ ქართულ ოცნებასაც", — განაცხადა მარგველაშვილმა.
წყარო: on.ge